LIVE

საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 1.59 მილიარდი ლარია

20 ივლ 202119:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 961
საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგი 1.59 მილიარდი ლარია

20 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში რეგისტრირებული მოქალაქეების რაოდენობა 1.2 მილიონია,  საპენსიო აქტივების ჯამური მოცულობა კი 1.59 მილიარდი ლარი. 

როგორც "ბიზნეს ფორმულას" "საპენსიო სააგენტოდან" აცნობეს, მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 181 მილიონი ლარია.

"მიმდინარე მომგებიანობა შეადგენს 11.13%. შენატანები სრულად ინვესტირებულია ლარში და 8 ქართულ კომერციულ ბანკშია განთავსებული.  საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 000 პირს შეადგენს",- აღნიშნავენ "საპენსიო სააგენტოში".

ამ დროისთვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 970-მა ადამიანმა. მათ შორის:

  • საპენსიო ასაკის შესრულების საფუძვლით - 400;
  • საზღვარგარეთ მუდმივად საცხოვრებლად გადასვლის გამო - 1;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის საფუძვლით - 400;
  • მემკვიდრის უფლებით - 169. 

შეგახსენებთ, საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდა.