LIVE

ბაიდენი და მერკელი “რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ” გაერთიანდნენ

16 ივლ 202114:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 1298
ბაიდენი და მერკელი “რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ” გაერთიანდნენ
Susan Walsh/AP Photo

“აშშ და გერმანია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთობლივად იმუშავებენ”, განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან შეხვედრის შემდეგ.

Nord Stream 2-თან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მოსკოვს არ უნდა მიეცეს გაზსადენის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების უფლება. 

“ჩვენ ერთად ვართ და ერთად ვიმოქმედებთ, რათა დავიცვათ მოკავშირეები NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის აგრესიისგან”, - განაცხადა ბაიდენმა ანგელა მერკელთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გარდა რუსეთისა, ბაიდენმა და პუტინმა ჩინეთის შესახებაც ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ისინი ჩინეთის ანტიდემოკრატიულ ქმედებებსაც ეწინააღმდეგებიან.

“ჩვენ ვიცავთ დემოკრატიულ პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს, რომ ჩინეთი ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც თავისუფალი და ღია საზოგადოებების შერყევას ცდილობს”, - განაცხადა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ანგელა მერკელი ვაშინგტონში ბოლო ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.