LIVE

ისრაელმა იმუნოკომპრომისული პირებისთვის ვაქცინის მე -3 დოზა დაამტკიცა

12 ივლ 202117:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 1344
ისრაელმა იმუნოკომპრომისული პირებისთვის ვაქცინის მე -3 დოზა დაამტკიცა

ისრაელის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა ჯანდაცვის მუშაკებს იმუნოკომპრომისული პაციენტებისთვის Pfizer/BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის შეთავაზების უფლება მისცა. ამის შესახებ ტელევიზია Channel 12 იტყობინება.  

ონკოპაციენტებს, ვისაც ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებათ და ასევე, პაციენტებს, რომლებსაც ღვიძლი აქვთ გადანერგილი, მესამე დოზის მიღება შეუძლიათ.

9 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ფარმაცევტული კორპორაცია Pfizer-ი აშშ-ის "სურსათისა და წამლის ადმინისტრაციას" (FDA) Covid-19-ის ვაქცინის მესამე, ე.წ. გამაძლიერებელი დოზისთვის ავტორიზაციის მისაღებად აგვისტოში მიმართავს

Pfizer–ის ადამიანებზე ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგებით, მისი ვაქცინის მესამე დოზა უსაფრთხოა და კორონავირუსის წინააღმდეგ იმუნურ დაცვას მკვეთრად აუმჯობესებს. 

Pfizer-ის განცხადების შემდეგ, CDC-მა და FDA-მ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ დღეს არსებული Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები ეფექტიანია და სრულად ვაქცინირებულ პირებს ამ ეტაპზე გამაძლიერებელი დოზა არ სჭირდებათ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ალისა ოდენჰაიმერი