LIVE

თურქეთში Sinovac-ის ვაქცინამ 83.5%-იანი ეფექტიანობა აჩვენა - კვლევა

09 ივლ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1970
თურქეთში Sinovac-ის ვაქცინამ 83.5%-იანი ეფექტიანობა აჩვენა - კვლევა

სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებული კლინიკური კვლევის მე-3 ფაზის შუალედური შედეგებით, ჩინური Sinovac Biotech-ის ვაქცინა CoronaVac-მა სიმპტომური Covid-19-სგან 83.5%-იანი დაცვა აჩვენა 

კვლევა თურქეთში 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის იანვრამდე ჩატარდა და მასში 18-59 წლის 10 000-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობდა. 

თურქეთის კლინიკური კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა ჩილეში რეალურ პირობებში Sinovac Biotech-ის ვაქცინის ეფექტიანობის შედეგები. კვლევის მიხედვით, ვაქცინის ეფექტიანობა 65.9%-ით, ჰოსპიტალიზაციის პრევენცია 87.5%-ით, რეანიმაციის პრევენცია 90.3%-ით, ხოლო სიკვდილისგან დაცვა 86.3%-ით განისაზღვრა.  

ორ ქვეყანაში, განსხვავებული მეთოდოლოგიით ჩატარებული კვლევებით, მეცნიერები ასკვნიან, რომ CoronaVac-ი Covid-19-ისგან მნიშვნელოვან დაცვას უზრუნველყოფს.

Sinovac Biotech-ის ვაქცინას "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ" (WHO) გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია 1 ივნისს მიანიჭა. 28 აპრილის მონაცემებით, ვაქცინა დამტკიცებულია მსოფლიოს 22 ქვეყანაში. მის დამტკიცებას ამჟამად "ევროპის წამლის სააგენტო" (EMA) განიხილავს.  

საქართველოში ვაქცინის გამოყენება მაისში დაიწყო. 18+ მოქალაქეებს ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა ვებგვერდზე booking.moh.gov.ge შეუძლიათ. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯეისონ გეილი