LIVE

წლის ბოლოს საქართველოს 32.2 მილიარდ ლარზე მეტი ვალი ექნება

07 ივლ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 744
წლის ბოლოს საქართველოს 32.2 მილიარდ ლარზე მეტი ვალი ექნება

ბიუჯეტის კორექტირებული პროექტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ვალის საპროგნოზო ზღვრული მოცულობა 2021 წლის ბოლოსთვის 32.3 მილიარდი ლარია. აქედან სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობა 26.3 მილიარდ ლარს, ხოლო სახელმწიფო საშინაო ვალის დაახლოებით, 6 მილიარდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, სახელმწიფოს საგარეო ვალის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებზე მოდის და უმსხვილესი კრედიტორი, 6.4 მილიარდი ლარით "მსოფლიო ბანკია". საქართველოს უმსხვილესი ორმხრივი კრედიტორი კი გერმანიაა, 2.5 მილიარდი ლარით.

აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის კორექტირებული ვერსიით, რომელიც უკვე საკანონმდებლო ორგანოშია, საგარეო ვალის მაჩვენებელი მთლიან შიდა პროდუქტთან 60%-დან 54.6%-მდე შემცირდა.