LIVE

TikTok-მა არასრულწლოვანი მომხმარებლების 7 მილიონზე მეტი ანგარიში გააუქმა

04 ივლ 202119:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 678
TikTok-მა არასრულწლოვანი მომხმარებლების 7 მილიონზე მეტი ანგარიში გააუქმა
Bloomberg

TikTok-ი აცხადებს, რომ პირველი კვარტლის განმავლობაში კომპანიამ ც 13 წლამდე ასაკის ბავშვების 7 მილიონზე მეტი ანგარიში წაშალა, რაც მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს აპლიკაციის მხრიდან მომხმარებელთა საჭირო ასაკის დაცვაში.

11.1 მილიონზე მეტი ანგარიშიდან, რომლებიც აპის წესების დარღვევის გამო გაუქმდა, 7.26 მილიონი ეკუთვნოდა მომხმარებლებს, რომლებიც ეჭვმიტანილები იყვნენ მომხმარებელთა ასაკის სახელმძღვანელო მითითებების დარღვევაში. TikTok-მა არასრულწლოვანთა გაუქმებული ანგარიშების რაოდენობა პირველად გამოაქვეყნა.

აშშ-ში ბავშვთა ონლაინ კონფიდენციალურობის დაცვის კანონის შესაბამისად, ინტერნეტ-საიტები ვალდებულნი არიან მიიღონ მშობლების ნებართვა 13 წლამდე ასაკის ბავშვებზე მონაცემების შეგროვებამდე. თუმცა ბევრი ბავშვი ასაკის შესახებ ინფორმაციას არასწორად უთითებს და ისეთ სოციალური მედიის საიტებზე, როგორიცაა Instagram-ი და YouTube-ი მაინც ქმნის ანგარიშებს.

TikTok-ს, რომელიც ჩინეთის ByteDance-ს ეკუთვნის, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რადგან მისი დახვეწილი ალგორითმი მონაცემთა უზარმაზარ რაოდენობას აგროვებს. სოციალური ქსელი განსაკუთრებით ახალგაზრდებშია პოპულარული. გასულ წელს, New York Times-მა დაწერა, რომ აშშ-ში TikTok-ის ყოველდღიური მომხმარებლების მესამედზე მეტი 14 წელს ქვემოთ მოზარდები არიან.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მონიკა კრეიგი