
გასული კვირა მსოფლიო მასშტაბით დიდი პოლიტიკური მოვლენებით დატვირთული აღმოჩნდა. ისტორიული შეხვედრა ჩატარდა ჟენევაში. აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორ ქვეყანას შორის ყველაზე რთული ურთიერთობის ფაზაში შეხვდნენ. პრეზიდენტებმა მოლაპარაკებას კონსტრუქციული უწოდეს.
ჟენევის შეხვედრა მოჰყვა დიდი შვიდიანის წევრი ქვეყნების სამიტს, რომელიც ბაიდენმა ჩაატარა G7-თან, ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან მოკავშირეებთან ამერიკის პოზიციის აღსადგენად.
სამიტის პარალელურად აქცია გამართეს გლობალური დათბობის წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტებმა. მათი თქმით, მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყნების მთავრობები თავს იკავებენ კონკრეტული ზომების მიღებისგან გლობალური დათბობის აღსაკვეთად.
აქტუალობას არ კარგავს Covid-19. მსოფლიო მასშტაბით ვირუსით ინფიცირების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნები კი მოსახლეობის დასაცავად საკმარისი რაოდენობის ვაქცინების შეძენისთვის იბრძვიან.
ორშაბათს აშშ-ის კონგრესის წევრებმა კაპიტოლიუმის წინ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს Covid-19-ით გარდაცვილი 600 000 ამერიკელის ხსოვნას.
Covid-19-ით ერთ-ერთმა ყველაზე დაზარალებულმა ინდოეთმა კი შეზღუდვების გარკვეული ნაწილი მოხსნა. მომხმარებლებმა საბითუმო ბაზარზე ხილისა და ბოსტნეულის შეძენა მას შემდეგ მოახერხეს, რაც ოთხშაბათს ნიუ დელიში შეზღუდვები მოიხსნა.
გასულ კვირას ინდოეთის უმუშევრობის დონე მკვეთრად დაეცა, რაც პირველი ნიშანი იმისა, რომ აზიაში სიდიდით მესამე ეკონომიკა შეიძლება შეიცვალოს, მსოფლიოში ვირუსის ყველაზე მძიმე ეპიზოდის შემდეგ.
აზიის კონტინენტზე გარდა ვირუსისა, კვლავ აქტუალური საკითხია ჰონგ-კონგში მიმდინარე პროცესები. გასულ კვირას პროდემოკრატიული Apple Daily-ის სამი უფროსი რედაქტორი უსაფრთხოების კანონის საფუძველზე დააკავეს.
დაკავებულთა შორის არის Next Digital-ის გენერალური დირექტორი და Apple Daily-ის გამომცემელი ჩანგ კიმ ჰუ და მთავარი ოპერაციული დირექტორი როისტონ ჩოუ, ასევე გაზეთის მთავარი რედაქტორი რაიან ლოუ და მისი მოადგილეები ჩიანგ პუი-მანი და ჩუნგ ჩი-ვაი.
დაპატიმრებებისა და მზარდი ზეწოლის მიუხედავად, Apple Daily მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს. “რაც არ უნდა ძლიერი იყოს ზეწოლა, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ გავუძლოთ”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კარლ მეიერი