LIVE

ჰონგ-კონგში Apple Daily-ის რედაქტორები დააკავეს

17 ივნ 202112:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 736
ჰონგ-კონგში Apple Daily-ის რედაქტორები დააკავეს
Paul Yeung/Bloomberg

ჰონგ-კონგში პროდემოკრატიული Apple Daily-ის სამი უფროსი რედაქტორი უსაფრთხოების კანონის საფუძველზე დააკავეს. 

დაკავებულთა შორის არის Next Digital-ის გენერალური დირექტორი და Apple Daily-ის გამომცემელი ჩანგ კიმ ჰუ და  მთავარი ოპერაციული დირექტორი როისტონ ჩოუ, ასევე გაზეთის მთავარი რედაქტორი რაიან ლოუ და მისი მოადგილეები ჩიანგ პუი-მანი და ჩუნგ ჩი-ვაი. 

“მიღებული ზომები არანაირ კავშირში არ არის ნორმალურ ჟურნალისტურ მუშაობასთან. ნორმალური ჟურნალისტები განსხვავდებიან ამ ხალხისგან. გთხოვთ, თავი შორს დაიჭიროთ მათგან”,- განუცხადა ჟურნალისტებს ჰონგ- კონგის უშიშროების მინისტრმა, ჯონ ლიმ.

Next Digital-ის დამფუძნებელი ჯიმი ლაი, მთავრობის ყველაზე სერიოზული სამიზნეა. ის ერთ წელზე მეტია დაპატიმრებულია არასანქცირებულ საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობის გამო და ემუქრება დამატებითი ბრალდებები შარშან მიღებული უსაფრთხოების კანონის თანახმად. ხუთშაბათ Next Digital-ის აქციებით ვაჭრობა ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეჩერდა.

გაზეთის ოფისის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ჰონგ-კონგის პოლიციის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის ოფიცერმა, ლი კვაი-ვამ განაცხადა, რომ პოლიციამ გაყინა $18 მილიონის ღირებულების აქტივები, რომლებიც ეკუთვნოდა Apple Daily-ის სამ კომპანიას. მისი მტკიცებით, გაზეთმა გამოაქვეყნა ათობით სტატია, რომლებიც უცხო ქვეყნებს “საბრძოლო მასალებს” აძლევს ჰონგ- კონგისა და ჩინეთის წინააღმდეგ სანქციების დასაწესებლად და დასძინა, რომ გაზეთის რედაქცია ახლა დანაშაულის ადგილია და ორდერი მათ ციფრული მოწყობილობების ჩამორთმევისა და მათზე წვდომის საშუალებას აძლევს.

დაპატიმრებები, სავარაუდოდ, გაზრდის შეშფოთებას იმის შესახებ, ინარჩუნებს თუ არა ჰონგ-კონგი კონსტიტუციურად გარანტირებულ სიტყვის თავისუფლებას, რამაც უამრავ საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციას უბიძგა, შეექმნა რეგიონული ოფისები ფინანსურ ცენტრში.

დაპატიმრებებისა და მზარდი ზეწოლის მიუხედავად, Apple Daily მუშაობის შეწყვეტას არ აპირებს. “რაც არ უნდა ძლიერი იყოს ზეწოლა, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ გავუძლოთ”,- ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იენ მარლოუ, კარი ლინდბერგი და ნატალი ლუნგი