LIVE

ბაიდენის ვარაუდით, “ავტოკრატ” პუტინის რუსეთი უფრო სუსტია, ვიდრე ჩანს

14 ივნ 202123:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 824
ბაიდენის ვარაუდით, “ავტოკრატ” პუტინის რუსეთი უფრო სუსტია, ვიდრე ჩანს
REUTERS/Kevin Lamarque

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის “ავტოკრატი” ლიდერი, ვლადიმერ პუტინი მართალია - ორი ქვეყნის ურთიერთობა ბოლო წლებში ყველაზე დაბალ დონეზეა, თუმცა, მისი ვარაუდით, რუსეთი შეიძლება უფრო სუსტი იყოს, ვიდრე ჩანს.  

თუმცა, ბაიდენმა G7 სამიტი იმის დასადასტურებლად გამოიყენა, რომ მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებს ახლა ეგზისტენციალური შეჯიბრი აქვთ “ავტოკრატებთან”, რაც სრულად განსაზღვრავს XXI საუკუნეს.

ბაიდენმა, რომელიც მარტში KGB-ს ყოფილ ჯაშუშს "მკვლელი" უწოდა, მიუთითებს რუსეთის შიდა “დილემებზე” - პოსტსაბჭოთა ეკონომიკურ კოლაფსზე, რასაც მან სირიაში გადაჭარბებული ნაბიჯები და COVID-19–თან დაკავშირებული პრობლემები უწოდა.

კითხვაზე, რატომ არ შეიცვალა პუტინის ქცევა დასავლეთის სანქციების მიუხედავად, ბაიდენმა ხუმრობით თქვა: “ის არის ვლადიმერ პუტინი”.

აშშ და დასავლეთის სხვა ლიდერები ახლა პუტინისა და ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინის მთავარ სტრატეგიულ საფრთხედ აღიქვამენ, თუმცა კრემლი უარყოფს რუსეთის წინააღმდეგ წაყენებულ თითქმის ყველა ბრალდებას და ამბობს, რომ დასავლეთი ანტირუსულ ისტერიაშია გახვეული.

დასავლეთი რუსეთს მოიხსენიებს, როგორც დიქტატორულ კლეპტოკრატიას, მართულს ელიტისგან, რომელიც მონაწილეობდა უპასუხისმგებლო ქმედებებში, როგორიცაა 2014 წლის ყირიმის ანექსია, აშშ-ისა და ევროპული ქვეყნების არჩევნებში ჩარევის მცდელობები და საზღვარგარეთ გახმაურებული ჯაშუშობისა და მკვლელობის ფაქტები.