LIVE

მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს ​

18 ივნ 202110:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 1258
მსოფლიოში COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 4 მილიონს აჭარბებს ​
REUTERS/Danish Ismail

მსოფლიო მასშტაბით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 4 მილიონს გადააჭარბა. ქვეყნები კი მოსახლეობის დასაცავად საკმარისი რაოდენობის ვაქცინების შეძენისთვის იბრძვიან.

Reuters-ის ანალიზის თანახმად, COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვმა 2 მილიონს 1 წელში მიაღწია, ხოლო მომდევნო 2 მილიონი ადამიანი მხოლოდ ბოლო 166 დღეში გარდაიცვალა.

ჯანდაცვის მრავალი ექსპერტი მიიჩნევს, რომ დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი რეალურ მაჩვენებელს არ შეესაბამება. გასულ კვირას, ინდოეთის ბიჰარის შტატმა COVID-19-ით დაღუპულთა რიცხვი ათასობით უცნობი შემთხვევის აღმოჩენის შემდეგ მკვეთრად გაზარდა, რაც აძლიერებს შიშს, რომ ინდოეთში გარდაცვლილთა რაოდენობა ოფიციალურ მაჩვენებლებს აღემატება.