LIVE

ავიაკომპანიები მფრინავ ტაქსებში მილიარდების ჩადებას გეგმავენ

19 ივნ 202117:23
3 წუთის საკითხავი
clock clock 1913
ავიაკომპანიები მფრინავ ტაქსებში მილიარდების ჩადებას გეგმავენ
Airbus/Italdesign

მფრინავი ტაქსები სულ უფრო რეალისტური გლობალური პერსპექტივაა. ინგლისში ბაზირებულმა Vertical Aerospace Group-მა შეკვეთები მიიღო 1000-მდე ელექტრო თვითმფრინავის დასამზადებლად. კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით $4 მილიარდია, ხოლო მყიდველებს შორის არიან American Airlines და Virgin Atlantic Airways. მსგავსი აქტივობები ფიქსირდება ამერიკული, გერმანული და ბრაზილიური სტარტაპებისგანაც.

ევროპის უმაღლესი საავიაციო რეგულატორის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი ამგვარი ინიციატივა არ არის სერტიფიცირებული კომერციული გამოყენებისთვის, ელექტრონული საფრენი ტაქსები მომხმარებლებისთვის შესაძლოა 2024 წლისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ავიაკომპანიები შეკვეთებს იძლევიან, რადგან ისინი ახალი ბიზნესის განვითარების პოტენციალს ხედავენ, რომელიც დაკავშირებულია ადგილობრივ ტრანსპორტთან. ავიაკომპანიების ძირითადი საქმიანობა, რომ მგზავრები შორეულ მანძილზე გადაიყვანონ, ზეწოლის ქვეშ ხვდება ნახშირბადის გამონაბოლქვების გამო და Covid-19 პანდემიის გავლენით.

მფრინავი ტაქსი შექმნილია მხოლოდ რამდენიმე მგზავრის განსათავსებლად და ელექტრიფიცირებული ვერტმფრენის მსგავსია. ის უფრო ჩუმი, სწრაფი და ეკოლოგიურია, რისთვისაც მცირე ელექტრო როტორებს იყენებენ.

თვითმფრინავი შექმნილია მოკლე მოგზაურობისთვის, რომლის საფრენი მანძილი 160 კმ-ის ფარგლებშია. მრავალი საავიაციო კომპანია, საბოლოოდ აპირებს უპილოტო თვითმფრინავების წარმოებას. ავტომატიზირებული ფრენები, მფრინავების გარეშე, დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ დაინერგება, რადგან საამისოდ, გლობალურმა მარეგულირებელმა ორგანოებმა უნდა შეიმუშაონ შესაბამისი უსაფრთხოების სტანდარტები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: სიდჰართ ფილიპი, ჯასტინ ბახმანი და მერი შლანგენშტაინი