LIVE

მასკი უკანასკნელ სახლს ყიდის

14 ივნ 202119:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 2054
მასკი უკანასკნელ სახლს ყიდის
Business Insider

ელონ მასკმა გადაწყვიტა, ბოლო დარჩენილი სახლიც გაყიდოს. ამის შესახებ კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი Twitter-ზე წერს.   

მასკმა ივნისის დასაწყისში Twitter-ზე დაწერა, რომ მას აქვს მხოლოდ ერთი სახლი, რომელიც სან-ფრანცისკოს ყურეში მდებარეობს. სახლი ღონისძიებებისთვის ქირავდება და გაყიდვის შემთხვევაში, ის ნაკლებად ფუნქციური იქნება, თუ მას დიდი ოჯახი არ იყიდის, რაც შეიძლება ერთ დღეს მოხდეს.

49 წლის მასკმა პირველად ერთი წლის წინ განაცხადა, რომ სახლებსა და საკუთრებაში არსებული ქონების უდიდეს ნაწილს გაყიდდა, რათა ქონების გამო, კრიტიკისთვის ბოლო მოეღო. ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში მან კალიფორნიაში მდებარე ორი სახლი გასაყიდად გამოიტანა.

მილიარდერის დღევანდელ განცხადებას, წინ უძღოდა ProPublica-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წლების განმავლობაში ცნობილი მდიდარი ადამიანები გადასახადებს არ იხდიდნენ ან არასრულად იხდიდნენ.

გასულ კვირას, საგამოძიებო მედიაორგანიზაციამ ProPublica, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მასკი, Amazon.com-ის გენერალური დირექტორი ჯეფ ბეზოსი და Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე უორენ ბაფეტი საშემოსავლო გადასახადებს არასრულად იხდიდნენ. გამოცემის მიხედვით, მასკმა 2018 წელს ფედერალური საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადა, 2015 და 2017 წლებში კი $70 000-ზე ნაკლები გადაიხადა. 

ProPublica-ს მასალის გამოქვეყნების შემდეგ, მასკმა თქვა, რომ ის განაგრძობს კალიფორნიაში საშემოსავლო გადასახადების გადახდას შტატში გატარებული დროის შესაბამისად. გასულ წელს ის საცხოვრებლად ტეხასში გადავიდა და  ახლა ბოკა ჩიკაში Space Exploration Technologies-სგან დაახლოებით $50,000-დოლარიან სახლს ქირაობს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კატრინა ნიკოლასი