LIVE

ელონ მასკს, ჯეფ ბეზოსს და და ჯორჯ სოროსს ზოგიერთ წელს საშემოსავლო გადასახადი არ გადაუხდიათ

10 ივნ 202121:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 1239
ელონ მასკს, ჯეფ ბეზოსს და და ჯორჯ სოროსს ზოგიერთ წელს საშემოსავლო გადასახადი არ გადაუხდიათ
Bloomberg

ProPublica-ს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ მსოფლიოს რამდენიმე გამოჩენილმა მილიარდერმა გარკვეულ წლებში აშშ-ის შემოსავლების სამსახურს მინიმალური საშემოსავლო გადასახადი გადაუხადა, ან საერთოდ არ გადაუხდიათ.

ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს, Amazon-ის აღმასრულებელ დირექტორს ჯეფ ბეზოსს, 2007 და 2011 წლებში არ გადაუხდია ფედერალური საშემოსავლო გადასახადი. Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა იგივე მოახერხა 2018 წელს. Bloomberg LP-ს დამფუძნებელმა, მაიკლ ბლუმბერგმა და ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა ბოლო წლებში ფედერალური საშემოსავლო გადასახადის მინიმალური განაკვეთები გადაიხადეს.

2014-2018 წლებში, უორენ ბაფეტის სიმდიდრე 24,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა და მან განაცხადა, რომ 23,7 მილიონი დოლარის გადასახადები გადაიხადა. ProPublica-ს მონაცემებით კი გადასახადის რეალური განაკვეთი 0,1%-ია.

ProPublica ამბობს, რომ მონაცემები მიიღო ახალი ამბების ორგანიზაციისგან მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა სტატიების სერია, რომელიც შეისწავლის აშშ-ის შემოსავლების სამსახურის საქმიანობას. ახალი ამბების ორგანიზაცია არ აცხადებს, თუ როგორ მოიპოვა ეს მონაცემები. ამასთან, ProPublica აცხადებს, რომ კომენტარისთვის ყველა იმ პირს მიმართა, ვის გადასახადსაც აღწერს. უორენ ბაფეტმა, მაიკლ ბლუმბერგმა და კარლ აიკანმა განუცხადეს, რომ მათ ყველა საჭირო გადასახადი გადაიხადეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრის კინგდონი