LIVE

ერიკსენის უგონოდ დაცემის შემდეგ, დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა

12 ივნ 202121:33
3 წუთის საკითხავი
clock clock 604
ერიკსენის უგონოდ დაცემის შემდეგ, დანია-ფინეთის მატჩი შეწყდა
Bloomberg

ევროპის ჩემპიონატის მატჩი დანიასა და ფინეთს შორის მას შემდეგ შეჩერდა, რაც პირველი ტაიმის ბოლოს კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

დაცემის შემდეგ ერიკსენს სამედიცინო დახმარებას 10 წუთის განმავლობაში უწევდნენ ექიმები, სანამ საკაცით არ გაიყვანეს მოედნიდან.

ინციდენტის შემდეგ UEFA-მ განაცხადა, რომ თამაში შეჩერებულია ”გადაუდებელი სამედიცინო საჭიროების გამო”.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია