LIVE

ბაიდენი დაბალი შემოსავლის ქვეყნებს Pfizer-ის 500 მილიონ ვაქცინას უყიდის

10 ივნ 202110:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 627
ბაიდენი დაბალი შემოსავლის ქვეყნებს Pfizer-ის 500 მილიონ ვაქცინას უყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს 92 ყველაზე დაბალშემოსავლიან ქვეყანას და აფრიკის კავშირს ორი წლის განმავლობაში Pfizer-ის Covid-19-ის 500 მილიონ დოზას გაუგზავნის. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვაქცინაციის გლობალურ გეგმას დღეს, დიდ ბრიტანეთში დიდი შვიდეულის“ წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტის წინ გამოაქვეყნებს. ამის შესახებ მან ბრიტანეთში გამგზავრებამდე განაცხადა. 

200 მილიონ დოზა ვაქცინას ქვეყნები წელს, Covax-ის მექანიზმის მეშვეობით მიიღებენ. 300 მილიონი დოზა კი მომავალი წლის პირველ ნახევარში განაწილდება. 

“დიდი შვიდეულის” ლიდერები და მათი წარმომადგენლები მუშაობენ 2022 წლის დეკემბრისთვის პანდემიის დასრულების გეგმაზე. Bloomberg-ის ინფორმაციით, კორნუოლში გამართულ სამიტზე პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები  მინიმუმ 1 მილიარდი ვაქცინის მიწოდების პირობას დადებენ, რათა დედამიწის ზრდასრული მოსახლეობის 80%-ის ვაქცინაცია შესაძლებელი გახდეს. ​

საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ 7 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუზიარებს. 

"რეგიონულ პრიორიტეტებსა და პარტნიორობაზე დაფუძნებით საქართველო, უკრაინა და კოსოვო პირველი სამი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ვაქცინას შეერთებული შტატებისგან მიიღებს",- ნათქვამია განცხადებაში

აშშ-ის დონაციის მიზანი მსოფლიოს მასშტაბით პანდემიის შეჩერებაა.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯასტინ სინკი