LIVE

ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს

09 ივნ 202111:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 1484
ექსპერტების შეფასებით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს
thewinningzone

ანალიტიკოსების აზრით, ბიტკოინისთვის კიდევ ერთი ცუდი კვირა შეიძლება უარესი პერსპექტივის წინამორბედი იყოს.

Oanda-ს, Evercore-ის და Tallbacken Capital Advisors-ის შეფასებებით, ბიტკოინის ფასი შესაძლოა $20,000-მდე დაეცეს. 9 მაისის მდგომარეობით, ბირკოინის ფასი $33,000 ფარგლებში მერყეობს და ივნისში 10%-ითაა შემცირებული.

„ყველაზე დიდი კრიპტოვალუტა სახიფათოდ უახლოვდება $30,000 დონეს, რაც შესაძლოა მასიური გაყიდვების იმპულსი გახდეს“,- განაცხადა ედვარდ მოიამ, Oanda Corp-ის უფროსმა ანალიტიკოსმა.

აპრილში დამყარებული რეკორდული ფასის შემდეგ, ბიტკოინის ღირებულებამ  $32,000-ით იკლო, რასაც ხელი შეუწყო მილიარდერი ელონ მასკის კრიტიკულმა განცხადებებმა, ისევე როგორც ჩინეთის მხრიდან განახლებულმა რეგულაციურმა აქტივობებმა. აშშ-ის ხელისუფლების მიერ დიდი ოდენობის ბიტკოინის გამოსყიდვის შესაძლებლობამ ასევე ეჭვქვეშ დააყენა იდეა, რომ ის მთავრობის კონტროლს არ ექვემდებარება.

თუმცა სხვები ოპტიმისტურად უყურებენ ბიტკოინის გრძელვადიან პერსპექტივებს. მაგალითად, MicroStrategy-მ გაზარდა ობლიგაციების გაყიდვა $500 მილიონით მეტი ბიტკოინის შესაძენად. MicroStrategy კრიპტოვალუტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური საჯარო კომპანია გახდა.

აპრილის შუა რიცხვებში ბიტკოინის ყველაზე მაღალი მაჩვენებლიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, Tallbacken Capital Advisors ამტკიცებდა, რომ კრიპტოვალუტის მიმართ ენთუზიაზმი ძალიან საეჭვოა.

"რამდენად დაბლა შეიძლება დაეცეს მისი ფასი? ყველაზე აშკარა პასუხი იქნებოდა კვლავ $20,000-იანი დონე“,- აღნიშნა Tallbacken Capital Advisors-ის ანალიტიკოსმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი