LIVE

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

08 ივნ 202117:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 3598
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ლარი გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 3.1471 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1569 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.98 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.8316 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8372 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.56 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.