LIVE

ჩიპების დეფიციტის შესამცირებლად Bosch-მა გერმანიაში ქარხანა გახსნა

09 ივნ 202116:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 674
ჩიპების დეფიციტის შესამცირებლად Bosch-მა გერმანიაში ქარხანა გახსნა
Krisztian Bocsi/Bloomberg

Robert Bosch-მა გერმანიაში, დრეზდენთან ახლოს, €1-მილიარდიანი ($1,2 მილიარდი) ქარხანა გახსნა, რაც აზიიდან და აშშ-დან ჩიპების იმპორტზე დამოკიდებულებას შეამცირებს.  

საწყის ეტაპზე გამოშვებული ჩიპები განკუთვნილია ელექტრო ხელსაწყოებისთვის. ავტომობილებისთვის პროდუქციის გამოშვებას ქარხანა შედარებით მოგვიანებით დაიწყებს. 

Bosch-ის საბჭოს წევრი, ჰეროლდ კრიოგერი ამბობს, რომ ახალი ქარხანა პრობლემას სწრაფად ვერ გადაჭრის, თუმცა წარმოების გაფართოება საერთო მოცულობის ზრდას მნიშვნელოვნად დაეხმარება.

ჩიპების გლობალური დეფიციტი ჯერ კიდევ გასულ წელს, დაიწყო. იაპონიის ქარხანაში გაჩენილი ხანძრისა და ტეხასის ზამთრის შტორმების შედეგად გამოწვეულმა პროდუქციის სიმცირემ მანქანებისა და ელექტონული მოწყობილობების მწარმოებლების მუშაობაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია.

ევროკავშირი, რომელიც ამ მხრივ, განსაკუთრებით მოწყვლადი აღმოჩნდა, გეგმავს, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო წარმოების 20% ბლოკზე მოდიოდეს.

“როცა მანქანების მწარმოებელი ერი ხარ, ნამდვილად არ არის კარგი, თუ მის ძირითად კომპონენტს ვერ აწარმოებ”,- ამბობს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.

გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ Bosch-ის ქარხანას, როგორც საერთო ევროპული ინტერესის პროგრამის მნიშვნელოვან პროექტს (IPCEI), დაახლოებით 140 მილიონი ევროს დახმარება გაუწია. 

დრეზდენის ქარხანა ჩიპებს მომხმარებელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიაწვდის. კომპანია ვარაუდობს, რომ ნახევარგამტარებზე გლობალური მოთხოვნა წელს 11%-ით გაიზრდება და სავაჭრო მოცულობა 400 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კრისტოფ რავალდი