LIVE

ჩიპების მიწოდების კრიზისი მწვავდება

19 მაი 202121:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 696
ჩიპების მიწოდების კრიზისი მწვავდება
DW

ნახევარგამტარული ინდუსტრიის დეფიციტი, რომელმაც უკვე პრობლემები შეუქმნა ავტომობილების მწარმოებლებსა და ელექტრონული კომპანიების მომხმარებლებს, კიდევ უფრო მწვავდება, რაც ართულებს გლობალური ეკონომიკის აღდგენას.

აპრილში, ჩიპების შეკვეთასა და მიწოდებას შორის ვადა 17 კვირამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლები უფრო იმედგაცრუებულნი არიან მომარაგების უზრუნველყოფის მხრივ. ეს არის ყველაზე ხანგრძლივი მიწოდების ინტერვალია 2017 წლის შემდეგ, რასაც ახასიათებენ, როგორც „საშიშროების ზონას”.

ჩიპების დეფიციტი მრავალ სხვადასხვა მრეწველობაში მძაფრდება, რაც აფერხებს მანქანების, სათამაშო კონსოლების, მაცივრებისა და უამრავი სხვა პროდუქტების წარმოებას. წინასწარი პროგნოზებით, ავტომწარმოებლები წელს $110 მილიარდიან ზარალს განიცდიან, რადგან Ford Motor-ის, General Motors-ისა და სხვა კომპანიების ქარხნები გაჩერებულია წარმოებისთვის აუცილებელი კომპონენტების არარსებობის გამო. ეს შეამცირებს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას, ასევე ზრდის პანიკური შეკვეთების საფრთხეს.

ჩიპების ინდუსტრია და მისი მომხმარებლები დიდ ყურადღებას აქცევენ მიწოდებასა და მოთხოვნას შორის დროის ბალანსს. გახანგრძლივება იმაზე მიუთითებს, რომ ნახევარგამტარების მყიდველები უფრო აქტიურები იქნებიან სამომავლო მიწოდების მიმართულებით, რათა თავიდან აიცილონ დეფიციტების განმეორება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ძალიან დიდი მარაგის დაგროვება და შეკვეთების მოულოდნელი შემცირება.

სიტუაცია გართულდა ტაივანში კორონავირუსის შემთხვევების განახლებით. ტაივანი მსოფლიო ლიდერია ჩიპების წარმოებაში, რომელიც პროცესორებით ამარაგებს Apple-სა და Qualcomm-ს. ქვეყანამ დახურა სკოლები, მუზეუმები, საზოგადოებრივი ობიექტები და შეზღუდა სოციალური თავყრილობები. სანამ ბიზნესები და ქარხნები მუშაობენ, ტაივანის მთავრობამ შესაძლოა უფრო ფართო შეზღუდვები დააწესოს.

ჩიპების მიწოდების შეფერხებები გაცილებით მტკივნეულია მცირე მწარმოებლებისთვის. ყურსასმენების მწარმოებლებს 52 კვირაზე მეტ ხანს უწევთ ლოდინი. ამან აიძულა კომპანიები შეცვალონ პროდუქტები, შეცვალონ პრიორიტეტები, ან სრულიად გააუქმონ პროექტები.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: იან კინგი და დები ვუ