LIVE

სამხრეთ კორეა კოსმოსური განვითარების პროგრამის გაძლიერებას გეგმავს

06 ივნ 202116:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 863
სამხრეთ კორეა კოსმოსური განვითარების პროგრამის გაძლიერებას გეგმავს
Bloomberg

სამხრეთ კორეა კოსმოსური განვითარების პროგრამაში მეტი ძალისხმევის ჩადებას აპირებს, მათ შორის აშშ-სთან თანამშრომლობის გაღრმავებით. სამხრეთ კორეის ეს ნაბიჯი შეიძლება დაეხმაროს ბაიდენის ადმინისტრაციას აზიის სტრატეგიაში ჩინეთის მზარდი გლობალური გავლენის შეკავებაში.

აშშ და სამხრეთ კორეა შეთანხმდნენ შეწყვიტონ ორმხრივი სარაკეტო სახელმძღვანელო მითითებები, რაც დიდი ხნია სეულის მიერ რაკეტების განვითარებას ზღუდავს და მის გამოსაყენებელ არეალს ზღუდავს. შეთანხმების დასრულება ჩინეთის დიდ ქალაქებს სამხრეთ კორეის სარაკეტო მანძილში მოაქცევს და ასევე გაზრდის სეულის მიერ ჩრდილოეთ კორეაზე დარტყმების განხორციელების შესაძლებლობას.

ვაშინგტონში აშშ-სამხრეთ კორეის სამიტის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კორეა NASA-ს მთვარის საძიებო კოალიციას შეუერთდა და Artemis Accord-ის მე-10 ხელმომწერი ქვეყანა გახდა - პაქტის, რომელიც მთვარის გამოკვლევის პროგრამაში მონაწილე პირთა ქცევის ნორმებს არეგულირებს.

წელს სამხრეთ კორეა 615 მილიარდ ვონს ($553.1 მილიონი) დახარჯავს კოსმოსის განვითარების პროგრამაზე, რაც კორეული თანამგზავრების, რაკეტებისა და სხვა ძირითადი აღჭურვილობის წარმოებას ისახავს მიზნად.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯონგ ჰო ლი