LIVE

Nord Stream 2-ის გაზსადენის ძირითადი ნაწილის სამუშაოები დასრულდა

04 ივნ 202117:41
3 წუთის საკითხავი
clock clock 712
Nord Stream 2-ის გაზსადენის ძირითადი ნაწილის სამუშაოები დასრულდა
Jens Büttner/picture alliance/Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ Nord Stream 2-ის გაზსადენის ძირითადი მონაკვეთის სამუშაოები გერმანიაში დასრულდა. ეს განცხადება მან აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან დაგეგმილი შეხვედრის წინ გააკეთა.

“მოხარული ვარ განვაცხადო, რომ დღეს წარმატებით დასრულდა Nord Stream 2 გაზსადენის მშენებლობა. მეორე ხაზზე მუშაობა გრძელდება”, - განაცხადა პუტინმა პარასკევს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას და დასძინა, რომ Gazprom, გაზის ეროვნული ექსპორტიორი, მზად არის დაიწყოს აღნიშნული მონაკვეთის შევსება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უარი თქვა პროექტის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, რადგან ძირითადი სამუშაოები დასრულებული იყო და ზეწოლა გაართულებდა ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობას. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვაშინგტონში მაღალი რანგის მოლაპარაკებების ჯგუფი გაგზავნა, რათა ახალ ადმინისტრაციასთან ერთად განიხილონ მილსადენის პროექტი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დინა ხრენიკოვა