LIVE

ევროკავშირმა აშშ და ბრიტანეთი ე.წ. თეთრ სიაში არ შეიყვანა

03 ივნ 202122:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 1042
ევროკავშირმა აშშ და ბრიტანეთი ე.წ. თეთრ სიაში არ შეიყვანა
Angus Mordant/Bloomberg

ევროკავშირი არ აპირებს მოხსნას შეზღუდვები აშშ-დან და დიდი ბრიტანეთიდან ჩასული მგზავრებისთვის, რომელთა ვიზიტები აუცილებლობით გამოწვეული არ არის. ეს ნიშნავს, რომ ამ ორი ქვეყნიდან ჩასულ მოგზაურებს შესაძლოა, კვლავ მოუწიოთ მასპინძელ ქვეყანაში არსებული საკარანტინო მოთხოვნების დაცვა.

აშშ-სა და ბრიტანეთისგან განსხვავებით, რეგულაციები არ შეეხებათ იაპონიიდან, ავსტრალიიდან, ისრაელიდან, ახალი ზელანდიიდან, რუანდადან, სინგაპურიდან, სამხრეთ კორეიდან და ტაილანდიდან ჩასულ ვიზიტორებს, რადგან ეს ქვეყნები ევროკავშირში ე.წ. თეთრ სიაში შეიყვანა.

მაისში ევროკავშირმა ბლოკში მოგზაურობის კრიტერიუმები დაადგინაევროკავშირის წევრები შეთანხმდნენ, რომ 1-ლი ივლისიდან ვაქცინირებული ტურისტები ბლოკში კარანტინის გავლის გარეშე გადაადგილდებიან. მხარეები თანხმდებიან, რომ ეს ევროკავშირში ტურიზმის გადარჩენის ერთადერთი გზაა.

ევროკავშირის რეკომენდაცია არ არის სავალდებულო დოკუმენტი. ქვეყნების ნაწილმა ვიზიტორების მიღებაზე შეზღუდვები უკვე შეამსუბუქა. მაგალითად, საბერძნეთი, სავალდებულო კარანტინის გარეშე, უკვე იღებს ვიზიტორებს, რომლებიც წარმოადგენენ ვაქცინაციის მტკიცებულებას ან ტესტის უარყოფით პასუხს. ასევე, ესპანეთმა გამოაცხადა, რომ 7 ივნისიდან მიიღებს ყველა ვაქცინირებულ ვიზიტორს, მათ შორის, იმ ქვეყნებიდან ჩასულ პირებს, რომლებზეც რეგულაციები კვლავ მოქმედებს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: რიჩარდ ბრავო