LIVE

სახლის ოფისები მომავალში გლობალურად დაინერგება

25 მაი 202115:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 481
სახლის ოფისები მომავალში გლობალურად დაინერგება
Bloomberg

ადრე გვქონდა ოფისები, რადგან სამუშაოს განსაზღვრავდით დროისა და ადგილის ფარგლებში. ვადგენდით სამუშაო საათებს და ადგილებს, რომლებიც განსაზღვრავდნენ, თუ როგორ ვმუშაობდით.

მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში ხელმისაწვდომი გახდა ინსტრუმენტები, რაც საშუალებას გვაძლევს განსხვავებულად ვიმუშაოთ და ოფისის კონცეფცია სწრაფად ძველდება. სტარტაპერები და ინოვატორები უკვე პოულობდნენ ახალ გზებს, მაგრამ Covid-19-მა გლობალურად დააჩქარა ამ მიმართულების ცვლილებები.

როგორი გახდება ოფისი, როდესაც ლოქდაუნი დასრულდება? სამუდამოდ შეიცვლება ჩვენი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ სად, როდის და როგორ ხორციელდება სამუშაო პროცესი?

ნაკლებად მნიშვნელოვანია სად ხარ, ვიდრე ის, თუ რას აკეთებ

Covid-19-მა ხალხს ასწავლა შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება. თუ შეგიძლიათ თქვენს გუნდთან ერთად ყველგან იმუშაოთ, რატომ არ უნდა დაიხმაროთ ხალხი გლობალურად? განაწილებული სამუშაოები მნიშვნელობას უკარგავს ეროვნულ საზღვრებს, ხოლო იურიდიული და ფინანსური გარემოებები, აგრეთვე ნაკლებ სირთულეებს წარმოშობენ.

კომპანია Adaptivist დიდ ბრიტანეთში დაარსდა, მაგრამ მისი თანამშრომლების ნახევარზე მეტი სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. კომპანია ეფექტურად იყენებს გლობალურად არსებულ აზროვნების მრავალფეროვნებას და შეუძლია სამუშაო უწყვეტად განახორციელოს 24 საათის მანძილზე, follow-the-sun მოდელის საფუძველზე.

დღესდღეობით, ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ ეს მიდგომა ცოდნაზე დაფუძნებულ ბიზნესებში დაინერგოს, რის შედეგადაც დაარსდება სახლის ოფისების გლობალური ფილიალები.

სასურველ დროს მუშაობა, დროის სარტყელებს მნიშვნელობას უკარგავს

ვთქვათ, ბრიტანეთში ცხრიდან ხუთ საათამდე მუშაობდით, რადგან ეს იყო კომპანიის წესი. ამ შემთხვევაში, თქვენ ვერასოდეს იმუშავებდით კალიფორნიაში მყოფ ადამიანთან, რადგან როდესაც თქვენი სამუშაო დღე დასრულდებოდა, მათი დაიწყებოდა. როდესაც შეგიძლიათ სასურველ დროს იმუშაოთ, თუ დაკისრებულ საქმეს მაინც ასრულებთ, თქვენ შეგიძლიათ დაგეგმოთ დრო საუკეთესო შედეგების მისაღებად და თქვენი პირადი ცხოვრებისათვის.

სამუშაო პროცესის შეზღუდვის მოხსნა

ციფრულად გარდაქმნილ ბიზნესს ისეთი კულტურა აქვს, რომელიც მათ საშუალებას აძლევს მოერგონ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს. ადაპტაციურ ორგანიზაციებს არ სჭირდებათ, რომ ცვლილებები ყოველთვის ზემოდან იყოს ნაკარნახევი და იდეები ყველა მხრიდან შეიძლება მოვიდეს, როდესაც ადამიანები ერთმანეთთან თანამშრომლობას შეძლებენ. ამის მისაღწევად საჭიროა ინფორმაციის თავისუფლად მოძრაობა და ბიზნესის ფუნქციებზე მორგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის მიხედვით