LIVE

კრიპტოვალუტების ფასი შესაძლოა, მათ რეალურ ღირებულებას ბევრად აჭარბებდეს

12 მაი 202114:08
3 წუთის საკითხავი
clock clock 1580
კრიპტოვალუტების ფასი შესაძლოა, მათ რეალურ ღირებულებას ბევრად აჭარბებდეს
Bloomberg

Ether-ისDogecoin-ის და Binance Coin-ის ზრდასთან ერთად, რომელმაც Bitcoin-ის ზრდა გადაფარა, გაჩნდა კითხვა არის თუ არა კრიპტოვალუტის სექტორი საკმარისად მომწიფებული გადაანგარიშებისთვის.

ამ მონეტების ზრდამ წვლილი შეიტანა Bitcoin-ის საბაზრო წილის შემცირებაშიც, რომელიც მთლიანი ბაზრის წილის, $2.6 ტრილიონის 70%-ს შეადგენდა, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში 43%-მდე დაეცა. JPMorgan-ის სტრატეგების აზრით, ეს შესაძლოა ციფრული სიმბოლოების ჯგუფში ინვესტორთა გადაჭარბებული რაოდენობის ნიშანი იყოს. ამას ამბობს DataTrek Research-იც.

JPMorgan-ის შეფასებით, ბიტკოინის შემცირებული დომინაცია აჩენს ექოს, რომ მისი რეალური ღირებულება მის ფასს არ შეესაბამება. ამ სენტიმენტს აღვივებს სხვა კრიპტოვალუტების აღმასვლაც, რომელიც საცალო მოთხოვნის ზრდით არის მოწვეული. DataTrek-ის თანადამფუძნებელი კი მიუთითებს, რომ ისტორია  სხვა მონეტების სწრაფ დაღმასვლას გვკარნახობს, როცა ბიტკოინის ბაზრის წილი 40%-ს მიაღწევს.

შესაძლოა, უდიდესი კრიპტოვალუტის წილი იმიტომ მცირდება, რომ ინვესტორები სხვა კრიპტოვალუტების მიმართ მეტ ინტერესს იჩენენ. ამასთან, საცალო ინვესტორები შესაძლოა, უფრო სწრაფი, სპეკულაციური მონეტებისკენ არიან მიდრეკილი.

JPMorgan-ის გუნდისთვის, საცალო ვაჭრობით გამოწვეული შესაძლო ფასის გაზვიადება კრიპტოვალუტებში გვიანი 2017 წლის ანარეკლია, როცა კრიპტო ბუმი პიკში იყო.

ყველაზე აღსანიშნავი სვლა კრიპტოვალუტებში ეთერიუმის ორშაბათის ნახტომს ეკუთვნის, როცა კრიპტოვალუტის ფასმა $4,000-ს პირველად გადააჭარბა, გასულ წელს 2,000%-იანი ზრდის შემდეგ. თუმცა, JPMorgan-ის დადგენილი სამართლიანი ფასი მონეტისთვის $1,000-ია, რაც ეთერიუმის ბლოკჩეინის ანალიზს ეყრდნობა.

მეორე მხრივ კი, Dogecoin-ი, რომელიც ხუმრობთ შექმნა 20,000%-იან წლიურ ზრდას აფიქსირებს. ელონ მასკის გულშემატკივრობით გამოწვეული პოპულარობის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ SpaceX მას გადახდის ფორმად გამოიყენებს მთვარის მისიისთვის, რომელიც 2022 წელს განხორციელდება.

Bloomberg-ის ორიგინაური სტატიის ავტორი: ჯესიკა ოსინგერი