LIVE

SpaceX-მა Dogecoin-ი მთვარის მისიის სატელიტის შესაძენად გამოიყენა

10 მაი 202120:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 749
SpaceX-მა Dogecoin-ი მთვარის მისიის სატელიტის შესაძენად გამოიყენა
Bloomberg

Dogecoin-ის კრიპტოვალუტის ზრდამ ახალ დონეს მიაღწია მას შემდეგ, რაც ციფრული მონეტა მთვარის სატელიტის გაშვების გარიგებაში გადახდისთვის გამოიყენეს.

SpaceX, ელონ მასკის კომერციული სარაკეტო ფირმა, 2022 წელს მთვარის მოგზაურობას Geometric Energy-ის ე.წ. კუბსატით განახორციელებს - კოსმოსური კვლევებისთვის გამოყენებული მინი-სატელიტით, რომლის საფასურიც მთლიანად Dogecoin-ით არის გადახდილი.

ეგრეთ წოდებული DOGE-1 მისია მთვარეზე, მთვარის პირველი კომერციული დატვირთვაა ისტორიაში, რომელიც მთლიანად Dogecoin-ით არის გადახდილი. კომპანიამ არ დააკონკრეტა Dogecoin-ის რა ოდენობა გადაიხადა SpaceX-მა გარიგებისთვის

DOGE-მ დაადასტურა, რომ არის სწრაფი, საიმედო და კრიპტოგრაფიულად დაცული ციფრული ვალუტა, რომელიც მოქმედებს მაშინ, როდესაც ტრადიციულ ბანკებს არ შეუძლიათ ეს. ის საკმარისად დახვეწილია მთვარის კომერციული მისიის სრულად დასაფინანსებლად. ის არჩეულია SpaceX-სა და Geometric-ს შორის საქმიანი ანგარიშის ერთეულად და წარმოადგენს პრეცედენტს სამომავლო მისიებისთვის მთვარესა და მარსზე”,- ნათქვამია Geometric-ის განცხადებაში.

Geometric-ის ვებსაიტის მიხედვით, ფირმა კერძო კანადური კომპანიაა, რომელიც თავდაპირველად განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გამოგონებისთვის დაარსდა და შემდეგ კოსმოსის ბიზნესში გაფართოვდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ვატორი: ჯესიკა ოსინგერი