LIVE

მერკელის საბოლოო გადაწყვეტილება - გერმანია Nord Stream 2-ს მხარს უჭერს

20 აპრ 202114:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1100
მერკელის საბოლოო გადაწყვეტილება - გერმანია Nord Stream 2-ს მხარს უჭერს
Krisztian Bocsi/Bloomberg

ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოსაზრებების მიუხედავად, გერმანიამ გადაწყვეტილება Nord Stream 2 გაზსადენის სასარგებლოდ მიიღო,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას და აღნიშნა, რომ პროექტის გარშემო „პოლიტიკური ბრძოლა“ განვითარდა.

„მე ვიცი Nord Stream 2-თან დაკავშირებული წინააღმდეგობების შესახებ, ვიცი PACE-ის მრავალი წევრი ქვეყნის პოზიცია. როგორც ევროკავშირმა, ჩვენ მივაღწიეთ საერთო პოზიციას გაზსადენის დირექტივის შეცვლით, მილსადენის ნებართვისთვის“,- თქვა მერკელმა.

მან აღნიშნა, რომ Nord Stream-1 „უარესი არ არის იმაზე, რაც გადის ტრანზიტით უკრაინის გავლით, ან გაზი, რომელიც რუსეთიდან მოდის თურქეთის გავლით“.

მერკელმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას რუსეთთან დიალოგის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

„ზოგადად, ჩვენ რუსეთთან უამრავი კონფლიქტი გვაქვს, რაც, სამწუხაროდ, ართულებს ჩვენს ურთიერთობებს, ვრჩები იმ ადამიანად, ვინც სულ ამბობს: ჩვენ უნდა დაველაპარაკოთ ერთმანეთს“,- აღნიშნა მან.

Nord Stream 2-ის მშენებლობა 90%-ით დასრულებულია. პოლონეთი და შეერთებული შტატები მისი მშენებლობის დასრულების წინააღმდეგი არიან. აშშ-მა დააწესა სანქციები პროექტში მონაწილე კომპანიების მიმართ, რის გამოც, მათგან მინიმუმ 18-მა უარი თქვა მშენებლობაში მონაწილეობაზე. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მილსადენს „რუსეთის გეოპოლიტიკური პროექტი“ უწოდა, რომლის მიზანი „ევროპის გაყოფა და ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების შესუსტებაა“.

თავის მხრივ, ევროპარლამენტი მერკელს სთავაზობდა არა პროექტის გაყინვას, არამედ მის რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად გამოყენებას.