
ბიტკოინის ფასი ზრდას განაგრძობს. კრიპტოვალუტა რეკორდულ ნიშნულზეა და $64,000-ზე მეტი ღირს.
ციფრული მონეტის ზრდის ეპიზოდი Coinbase Global-ის აქციების განთავსებას უძღვის წინ. როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვის ონლაინ პლატფორმა აქციების საჯარო შეთავაზებას 14 აპრილს დაიწყებს.
ბიტკოინის ღირებულება აზიის ვაჭრობაში კიდევ 1.6%-ით გაიზარდა და $64 207 შეადგინა. კრიპტოვალუტის აქციები, როგორიცაა Riot Blockchain-ი და Marathon Digital Holdings-ი აშშ-ის ვაჭრობის საათებში ასევე დაწინაურდნენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ერიკ ლამი