LIVE

ჩინეთმა Alibaba Record-ი $2.8 მილიარდით დააჯარიმა

10 აპრ 202112:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 1178
ჩინეთმა Alibaba Record-ი $2.8 მილიარდით დააჯარიმა
Qilai Shen/Bloomberg

ანტიმონოპოლიური გამოძიების შემდეგ ჩინეთმა Alibaba Record-ს რეკორდული, 2.8 მილიარდი დოლარის ჯარიმა დააკისრა. ხელისუფლება, რომელიც ინტერნეტ გიგანტებზე ზეწოლას აძლიერებს, ამტკიცებს, რომ კომპანია ბაზარზე დომინირებას ბოროტად იყენებდა. ჯარიმის ოდენობა Alibaba-ს 2020 წლის წმინდა შემოსავლის 12%-ს შეადგენს.

კომპანიას ასევე მოუწევს „ყოვლისმომცველი გამოსწორების“ დაწყება, რაც გულისხმობს სავაჭრო ობიექტებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და შიდა კონტროლის განმტკიცებას.

ჩინეთის ანტიმონოპოლიური სააგენტო ამტკიცებს, რომ Alibaba პლატფორმის წესებსა და ტექნიკურ მეთოდებს იყენებს, რათა „შეინარჩუნოს და გააძლიეროს მისი ძალა ბაზარზე და მოიპოვოს ზედმეტი კონკურენტული უპირატესობა“. გადაწყვეტილების შედეგად, სავარაუდოდ, შეიცვლება მთელი რიგი პრაქტიკა, მაგალითად, ექსკლუზიური სავაჭრო უფლებები, რაც, კრიტიკოსების აზრით, კომპანიას ჩინეთში ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ოპერატორის სტატუსის მიღებაში დაეხმარა.

Alibaba-ს გამოძიება მიზნად ისახავდა ჩინეთის ინტერნეტ გიგანტებისა და მათი მილიარდერი დამფუძნებლების ძალაუფლების შეზღუდვას. კომპანიაზე ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჯეკ მამ 2020 წლის ოქტომბერში წინააღმდეგობა გაუწია ჩინეთის მარეგულირებელ მიდგომას ფინანსური სექტორის მიმართ.

უცნობია, გაგრძელდება თუ არა ზეწოლა ტექნოლოგიურ გიგანტებზე, რადგან მარეგულირებლები შეშფოთებულნი არიან Alibaba-ს მიერ საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების შესაძლებლობით და სურთ, კომპანიამ გაყიდოს მედია აქტივები, მათ შორის South China Morning Post, ჰონგ კონგის წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია