LIVE

Signify გლობალურ ბაზარზე გავიდა - პლატფორმას უკვე 45-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს მომხმარებლები

17 მარ 202616:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 33
Signify გლობალურ ბაზარზე გავიდა - პლატფორმას უკვე 45-ზე მეტი ქვეყნიდან ჰყავს მომხმარებლები
დოკუმენტების მართვისა და ელექტრონული ხელმოწერის ქართული პლატფორმა Signify, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან გამოჩნდა, საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებულ გაფართოებას აგრძელებს. დღეისათვის ისუკვე 45-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს, რაც კომპანიის სტრატეგიული მიზნის, გლობალური SaaS (Software as a Service) მოთამაშედ ჩამოყალიბების, მნიშვნელოვანი ეტაპია.
 
Signify-ს საერთაშორისო აღიარება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური პლატფორმა - G2-ის საშუალებით მოხდა. 2026 წლის მონაცემებით, ქართულმა სტარტაპმა „Best Software – Top 25 Rookies of the Year“ კატეგორიაში მე-15 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ G2-ის რეიტინგები რეალური მომხმარებლების უკუკავშირს ეფუძნება, რაც Signify-ს პროდუქტის მაღალ ხარისხსა და გლობალურ კონკურენტუნარიანობაზე მიუთითებს.
 
„საქართველოს ბაზარი ჩვენთვის ყოველთვის იყო დასაწყისი დამთავარ მიზნადთავიდანვე გლობალურ ასპარეზზე გასვლას ვისახავდით პირველ ეტაპზე ჩვენი მიზანი არა მხოლოდ რაოდენობრივი გაფართოება, არამედ პროდუქტის ვალიდაცია იყო, იმის შემოწმება, თუ რამდენად პასუხობს ჩვენი ფუნქციონალი საერთაშორისო მომხმარებლის საჭიროებებს ევროპის, ამერიკისა და სხვა რეგიონების ბაზრებზე," აცხადებენ კომპანიაში.
 
Signify-მ საქართველოში მუშაობის ოთხწლიანი გამოცდილების საფუძველზე შეძლო ტრანსფორმაცია: მარტივი ელექტრონული ხელმოწერის ხელსაწყოდან იგი დოკუმენტების მენეჯმენტის სრულყოფილ პლატფორმად ყალიბდება. საერთაშორისო ბაზარზე გასვლით კომპანია აქტიურად ერთვება ბრძოლაში, რომ კონკურენცია გაუწიოს არა მხოლოდ გლობალურ გიგანტებს, არამედ ძლიერ ლოკალურ მოთამაშეებსაც სხვადასხვა რეგიონში, რომლებიც თავიანთ ბაზრებზე უკვე დამკვიდრებული და ცნობადი კომპანიები არიან.
 
Signify-ს გლობალური მიღწევები ციფრებში:
 
  • 45+ ქვეყანა: ქვეყნების რაოდენობა, სადაც პლატფორმას მომხმარებლები ჰყავს.
  • 200+ საერთაშორისო კლიენტი: უცხოელი მომხმარებლების რაოდენობა პირველივე ეტაპზე.
  • მე-15 ადგილი G2-ის რეიტინგში: მსოფლიოს საუკეთესო ახალ პროგრამულ პროდუქტებს (Top 25 Rookies) შორის.

Signify აგრძელებს განვითარებას და გეგმავს პოზიციების კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო გარემოში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული ტექნოლოგიური პროდუქტების პოტენციალს მსოფლიო მასშტაბით.

Signify-ს შესახებ

დოკუმენტების მართვისა და ელექტრონული ხელმოწერის ქართული პლატფორმა, რომელიც ბიზნესებს ეხმარება დოკუმენტებთან დაკავშირებული პროცესების გაციფრულებაში, ეფექტურობის გაზრდასა და ქაღალდზე დამოკიდებულების შემცირებაში. კომპანია 2021 წელს საქართველოში დაარსდა და დღეს მომხმარებლებს თითქმის ყველა ინდუსტრიიდან ემსახურება , როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

(R)