
გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეს, რომელიც თაღლითობის გზით 20 000 ბიტკოინზე მეტის გამოძალვაშია ბრალდებული, $571 მილიონის ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
თუმცა, ამ თანხის ამოღება შეიძლება გართულდეს, რადგან აშშ-ის ხელისუფლებამ არ იცის, სად არის სავარაუდო თაღლითი - ბენჯამინ რეინოლდსი.
მანჰეტენის ფედერალური სასამართლოს 2 მარტის ბრძანებით, რეინოლდსს $429 მილიონის ჯარიმის სახით გადახდა და თითქმის $143 მილიონის ზარალის ანაზღაურება ევალება.
რეინოლდსი, სავარაუდოდ, მანჩესტერიდან, ინგლისიდან, 2017 წლის მაისიდან-ოქტომბრამდე პერიოდში, ბიტკოინის მფლობელებს ჰპირდებოდა, რომ მოგების გაზრდის მიზნით, ვირტუალური ვალუტის ბაზრებზე ივაჭრებდა.
CFTC-ი დაზარალებულებს აფრთხილებს, რომ ანაზღაურების ბრძანება შეიძლება შედეგიანი არ აღმოჩნდეს, რადგან დამნაშავეს შეიძლება, არ ჰქონდეთ საკმარისი თანხა.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მეტ რობინსონი