LIVE

გუდ ფუდ ქეითერინგი ერთი წლისაა

07 აგვ 202410:58
3 წუთის საკითხავი
clock clock 1185
გუდ ფუდ ქეითერინგი ერთი წლისაა

“გუდ ფუდ ქეითერინგს” ბაზარზე საქმიანობის ერთი წელი შეუსრულდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მომსახურებას ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის, ნებისმიერ ადგილზე - დაწყებული ფურშეტით, დამთავრებული გაფორმებით თუ მომსახურე პერსონალით.

როგორ დაიმკვიდრა ახლადშექმნილმა კომპანიამ ბაზარზე თავი და როგორი იყო გასული ერთი წელი - ჩვენს კითხვებს კომპანიის დამფუძნებელმა, მარიამ ტუღუშმა უპასუხა.

როგორ შეიქმნა „გუდ ფუდ ქეითერინგი“?

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ერთ მშვენიერ დღეს, გადავწყვიტე ჰობი მექცია ბიზნესად და ვთვლი, რომ ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გაამართლა. ბავშვობიდან  მიყვარდა ცხობა და კეთება, შემდეგ უკვე შვილებისთვის ვაწყობდი ღონისძიებებს, ვუგეგმავდი ექსკურსიებს, დაბადების დღეებს... ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას მანიჭებდა. პარალელურად ვმუშაობდი და ამ გატაცებას ძირითად საქმესთან ვათავსებდი. ერთი წლის წინ გადავწყვიტე ჰობისთვის უფრო სერიოზულად მომეკიდა ხელი, წამოვედი სამსახურიდან და შევუდექი კომპანიის შექმნას. დავიწყე პატარა შეკვეთებით, ეს ყველაფერი გართობას ჰგავდა, თუმცა შემდეგ დამიკავშირდა რამდენიმე ორგანიზაცია და გააფორმა ჩემთან გრძელვადიანი ხელშეკრულება. ასე იქცა ჩემი ჰობი სერიოზულ გამოწვევად, პატარა ღონისძიებები - ქორწილებად და კორპორატიულ ღონისძიებებად. ამ საქმეში ჩემი მთავარი მხარდამჭერი ჩემი ოჯახია. ვინაიდან ეს ოჯახური ბიზნესია და მასში ჩართულია ოჯახის ყველა წევრი - დაწყებული მშობლებით, დამთავრებული შვილებით.

როგორი იყო გასული ერთი წელი? თავდაპირველად დასახული მიზნებიდან ყველას შესრულება რამდენად მოახერხეთ? 

ეს ერთი წელი ზრდის და განვითარების წელი იყო კომპანიისთვის. ყოველდღიურად იხვეწებოდა მენიუ და ყველანაირ ადამიანზე მორგებული ხდებოდა. ჩვენ მომხმარებელს ვთავაზობთ  როგორც ქართულ, ისე აზიურ და ევროპულ კერძებს. გვაქვს ასევე ვეგანური მენიუ. საკვები მზადდება უმაღლესი ხარისხის პროდუქტით და ზუსტად ისეთია, როგორსაც საკუთარი ოჯახისთვის მოვამზადებდი. 

რას მიიჩნევთ მთავარ მიღწევად, რითაც ამაყობთ?

მთავარი მიღწევა ასობით კმაყოფილი კლიენტია. როცა ღონისძიების შემდეგ დადებით უკუკავშირს ვიღებ, ეს კიდევ უფრო დიდი სტიმულია, რათა შემდეგი ღონისძიება უკეთესი იყოს. ვცდილობ, ყველა ღონისძიება ერთმანეთისგან განსხვავდებოდეს. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ვიზუალურ მხარეს, რადგან პირველ რიგში, ვიზუალურად უნდა მოგეწონოს საჭმელი, მისი გასინჯვა რომ მოგინდეს.

რა იყო თქვენთვის მთავარი გამოწვევა საქმიანობის დაწყების შემდეგ და როგორ დაძლიეთ?

ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ბიზნესის დაწყებისას გამბედაობას მივიჩნევ. ვფიქრობს, ბიზნესის დაწყება ყოველთვის მოითხოვს გაბედულობასა და სიმამაცეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემ მიერ შეთავაზებულ სერვისზე მოთხოვნა ყოველთვის არის ბაზარზე, სწორი ბიზნეს მოდელის აწყობა და კონკურენციაში შესვლა ადვილი არ არის, თუმცა “გუდ ფუდ ქეითერინგმა” ეს შეძლო.

როგორია შემდგომი განვითარების ხედვა? რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? 

გეგმები და სიახლეები მუშაობის პროცესში თავისით ჩნდება.  ერთერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რაც მუშაობის პროცესში დავნერგეთ ის არის, რომ ჩვენი კომპანია გარდა კვების სერვისის შეთავაზებისა, საკმაოდ დიდ დროს უთმობს ვიზუალურ გაფორმებასაც.  ჩვენ ვზრუნავთ რომ ნებისმიერი ღონისძიება იყოს არამარტო გემრიელი არამედ ლამაზად გაფორმებულიც. გარდა ამისა, ამჟამად ვმუშაობთ ვებგვერდის შექმნაზე და მალე შესაძლებელი გახდება ყველანაირი მომსახურების ვებგვერდიდან მიღება.

ჩვენი კომპანია ფართოვდება და ახლო მომავალში, ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ყველანაირი მომსახურების ერთ სივრცეში მიღებას. ფურშეტი იქნება ერთ-ერთი მომსახურება, რასაც ჩვენს კლიენტებს შევთავაზებთ, თუმცა გარდა ამისა, ჩვენთან შესაძლებელი იქნება ნებისმიერი ღონისძიების დაგეგმვა (ქორწილი, დაბადების დღე, ექსკურსია, ბანკეტი). ჩვენი მომხმარებელი ყველა სერვისს ერთ სივრცეში, ჩვენთან მიიღებს და არ მოუწევს სხვადასხვა კომპანიასთან ურთერთობა.

გვაქვს მოლოდინი, რომ ამ სიახლეების შედეგად ჩვენი კლიენტების ბაზა კიდევ უფრო მეტად გაფართოვდება და კიდევ უფრო მეტი ღონისძიებას მოვემსახურებით კარგი საკვებით, გაფორმებით და ორგანიზებით. შესაბამისად, გვეყოლება კიდევ უფრო მეტი კმაყოფილი მომხმარებელიც. 

 

(R)