LIVE

ლარს აშშ სანქციები არ მოეწონა - ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

24 მაი 202416:51
3 წუთის საკითხავი
clock clock 882
ლარს აშშ სანქციები არ მოეწონა - ეროვნული ვალუტა გაუფასურდა

ლარმა კვლავ გაუფასურება დაიწყო. ამ დროისთვის, Bloomberg-ზე ერთი დოლარის ღირებულება 2.76 ლარია. ვაჭრობა დილას 2.71-ზე გაიხსნა, შესაბამისად, ამ დროისთვის ლარი დოლართან უკვე ხუთი თეთრით არის გაუფასურებული. 

ეროვნული ვალუტა უფასურდება ევროსთან მიმართებაშიც, ვაჭრობა 2.9295-ზე გაიხსნა, საღამოს კი ლარის გაცვლითი კურსი დოლართან უკვე 3.01-ს აჭარბებდა, რაც ერთ დღეში 8-თეთრით, ანუ თითქმის 3%-იანი გაუფასურებაა.

ლარის ასეთ მკვეთრ გაუფასურებას წინ უძღოდა აშშ სახელმწიფო მდივანის, ენტონი ბლინკენის განცხადება იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი სავიზო შეზღუდვებს უწესებს მათ, ვინც პასუხისმგებელია ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე

შეცვლილი პოლიტიკის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს საშუალება ეძლევა დაუწესოს სავიზო შეზღუდვები ნებისმიერ ფიზიკურ პირს, ამჟამინდელ თუ ყოფილ სახელმწიფო თუ არასახელმწიფო აქტორს, ასევე, მათი ოჯახის უშუალო წევრებს. ყველას, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს საქართველოში, მათ შორის, ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მიმდინარეობისას და მას შემდეგ; ასევე მათ, ვინც ძალადობისა და დაშინების კამპანიის გზით პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვაზე.

მიღმა სავიზო შეზღუდვების პოლიტიკისა, ბლინკენმა აღნიშნა, რომ დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვას და გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში მიღებს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს.