LIVE

როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი სახლისთვის — სრული გზამკვლევი

21 მაი 202413:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 661
როგორ შევარჩიოთ ცენტრალური გათბობის ქვაბი სახლისთვის — სრული გზამკვლევი

ზამთარში კომფორტული სახლი სითბოსა და სიმყუდროვესთან ასოცირდება. ამიტომაც პირველი, რაზეც ცივ სეზონზე უნდა ვიზრუნოთ, ხარისხიანი ცენტრალური გათბობაა. დღეს ბაზარი გვთავაზობს გათბობის ქვაბების უზარმაზარ არჩევანს. იმისათვის, რომ არ დაუშვათ შეცდომა მათი შერჩევისას, გასათვალისწინებელია რამდენიმე ფაქტორი. მოდით გავარკვიოთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სწორი არჩევანის გასაკეთებლად.

საჭიროებების შეფასება

პირველ რიგში, გადაწყვიტეთ, როგორ აპირებთ გათბობის ქვაბის გამოყენებას: მხოლოდ გასათბობად თუ ასევე ცხელი წყლით მომარაგებისთვის. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ, რა ფართის სახლში დამონტაჟდება მოწყობილობა, როგორია თბოდანაკარგი და რამდენი ადამიანი ისარგებლებს ცხელი წყლით. გაზის ქვაბის სიმძლავრისა და ფუნქციების არჩევანი დამოკიდებულია ამ პირობებზე.


გათბობის ქვაბების ტიპები


არსებობს რამდენიმე ტიპის გათბობის ქვაბი, გავეცნოთ ძირითად განსხვავებებს მათ შორის.

• ერთკონტურიანი და ორკონტურიანი გათბობის ქვაბები

ერთკონტურიანი ქვაბი მუშაობს მხოლოდ გასათბობად, მისი სიმძლავრე საკმარისია პატარა ფართებისთვის. მაგრამ სახლის ცხელი წყლის მიწოდებით უზრუნველსაყოფად დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და დამონტაჟება მოგიწევთ.

ორკონტურიანი ქვაბი უზრუნველყოფს გათბობას და ასევე ცხელი წყლის მიწოდებას. ის გამოირჩვეა კომპაქტურობით, რადგან არ საჭიროებს წყლის ავზის ან სხვა დამატებითი მოწყობილობების დამონტაჟებას.

კონვექციური და კონდენსაციური გათბობის ქვაბები

ქვაბები ენერგოეფექტურობის ტიპის მიხედვით იყოფა ორ კატეგორიად: ტრადიციული, კონვექციური და კონდენსაციური.

კონვექციური ქვაბები გამოიყენება წყლის გასათბობად დახურულ კამერაში გაზის წვით. მათ ჩვეულებრივ აქვთ დაბალი ეფექტურობა კონდენსაციურ ქვაბებთან შედარებით, მაგრამ ისინი მაინც ფართოდ გამოიყენება სიმარტივისა და საიმედოობის გამო.

კონდენსაციური გათბობის ქვაბები იყენებენ გაზის წვის შედეგად გამომუშავებულ სითბოს წყლის გასათბობად. ისინი ძალიან ეფექტურია, რადგან იღებენ სითბოს ნარჩენი აირებიდან და აბრუნებენ მას სითხეში დამატებითი გათბობისთვის. ეს მათ საშუალებას აძლევს მოიხმარონ ნაკლები გაზი და იყვნენ უფრო ეკონომიურები.

• გათბობის ქვაბების ტიპები სიმძლავრის მიხედვით


გათბობის ქვაბის სიმძლავრე მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელიც წინასწარ უნდა განისაზღვროს. ის განაპირობებს სითბოს დონეს სახლში, ასევე იმას, თუ რამდენი დრო დასჭირდება ოთახის გათბობას და ცხელი წყლის გაცხელებას. გათბობის ქვაბების სიმძლავრე მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. ის შეირჩევა უსაფრთხოების მოთხოვნების, შენობის მახასიათებლებისა და მომხმარებლის სურვილების გათვალისწინებით.

გათბობის ქვაბის შერჩევის წესები

გათბობის ქვაბის შერჩევისას უნდა დაიცვათ ორი ძირითადი წესი:

1. გაზის გამათბობელი მოწყობილობა უნდა შეირჩეს მისი თერმული სიმძლავრის მიხედვით, რისი გამოთვლაც შესაძლებელია შენობის ფართისა და თბოდანაკარგის ცოდნით, ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: კედლების სისქეზე, ჭერის სიმაღლეზე, ფანჯრის ღიობების ზომასა და ჰაერის გარე ტემპერატურაზე ცივ სეზონზე.

2. გათბობის ქვაბის შეძენამდე უნდა შეისწავლოთ თქვენი საცხოვრებელი ფართის გაზიფიკაციის საპროექტო დოკუმენტაცია და გავითვალისწინოთ მისი დამონტაჟების ყველა ტექნიკური რეკომენდაცია. ამისათვის, სასურველია, გაიაროთ კონსულტაცია შესაბამის სპეციალისტთან.

დასკვნა

როგორც მიხვდით, გათბობის ქვაბის სწორად შერჩევისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი უნდა გაითვალისწინოთ. დარწმუნდით, რომ მოწყობილობას აქვს საჭირო სერტიფიკატი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი აღჭურვილობის საიმედოობა და თქვენი უსაფრთხოება არ არის გარანტირებული. ამ ფონზე, აღსანიშნავია, რომ celsiusi.ge-ს პროდუქციას გავლილი აქვს ყველა სტანრადტით მოთხოვნილი შემოწმება.

მიუხედავად იმისა, რომ გათბობის ქვაბის შერჩევა საკმაოდ საპასუხისმგებლო პროცესი გახლავთ, ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომლებიც გთავაზობენ წამყვანი ბრენდების პროდუქციას და მათი მოწყობილობები ყველა თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

(R)