Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, 2023 წელს ექსპლუატაციაში შევიდა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 28.7 მეგავატია.
ყველაზე დიდი იყო 20 მგვტ სიმძლავრის მესტიაჭალა-1 ჰესი, რომელიც ხელმეორედ ამოქმედდა 2023 წლის დეკემბერში. ის პირველად ექსპლუატაციაში შევიდა 2019 წელს, მაგრამ მუშაობა შეწყვიტა წყალდიდობით გამოწვეული ინციდენტის გამო. რაც შეეხება დანარჩენ 6 ჰესს, ესენია: დმანისის ჰესი (2.0 მგვტ), ტოლოში ჰესი (1.7 მეგავატი), როშკა და როშკა-1 ჰესი (2.5 მეგავატი), კორშა და კორშა-1 ჰესი (2.5 მეგავატი).
საქართველოს დადგმულმა სიმძლავრემ 2023 წლის ბოლოსთვის 4.6 გვტ შეადგინა. აქედან 3.4 გვტ იყო ჰიდროელექტოსადგურები (115 სადგური), 1.2 გვტ თბოელექტროსადგურები (6 სადგური), 20.6 მგვტ - ქარის ელექტროსადგური და 64 მგვტ მიკრო სიმძლავრის ელექტროსადგური.
Galt & Taggart-ის შეფასებით, CFD მექანიზმის და სიმძლავრის აუქციონის შემოღების შედეგად, მოსალოდნელია ელექტროსადგურების მშენებლობის გააქტიურება.