TikTok-მა ტეილორ სვიფტის, The Weeknd-ის, ოლივია როდრიგოს და სხვა ვარსკვლავების სიმღერები ვიდეოებიდან გააქრო.
სიახლეს ვიდეოების აპლიკაციასა და სიმღერებზე საავტორო უფლებების მქონე კომპანიას, Universal Music Group (UMG)-ს შორის უთანხმოება უძღოდა. TikTok-სა და UMG-ს შორის ხელშეკრულება 31 იანვარს ამოიწურა, ახალი შეთანხმების მიღწევა კი ვერ მოხერხდა. მხარეების უთანხმოება ანაზღაურების საკითხმა გამოიწვია.
30 იანვარს, Universal-ი ღია წერილში წერდა, რომ "საბოლოოდ TikTok ცდილობს შექმნას მუსიკაზე დამყარებული ბიზნესი, ისე, რომ მუსიკისთვის სამართლიანი ფასი არ გადაიხადოს".
თავის მხრივ, TikTok-ი აცხადებს, რომ "სამწუხარო და გულდასაწყვეტია, რომ Universal Music Group-მა საკუთარი სიხარბე შემსრულებლებისა და სიმღერების ავტორების ინტერესებზე მაღლა დააყენა."
ეს ნიშნავს, რომ ყველა ვიდეო, რომელზეც UMG-ის მუსიკა იყო გამოყენებული, მის გარეშე დარჩება. ამასთან, ამ სიმღერების ახალ ვიდეოებზე გამოყენება შეუძლებელი იქნება.
ტრეკების არაოფიციალური, დაჩქარებული და შენელებული ვერსიები ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია გამოსაყენებლად.