LIVE

კალაძე: აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე საავტობუსე ზოლების მოწყობა აუცილებელია

24 იან 202411:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 181
კალაძე: აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანზე საავტობუსე ზოლების მოწყობა აუცილებელია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დიდ დიღომში მცხოვრებლებისთვის გადაადგილების გასამარტივებლად აუცილებელია, აღმაშენებლის ხეივანსა და გელოვანის გამზირზე ბასლაინი მოეწყოს.

როგორც კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, დანიური კომპანია „რამბოლის“ მიერ მომზადებული სატრანსპორტო გეგმით, ერთ-ერთი რეკომენდაციაა, დიდი დიღმის ქალაქის ცენტრთან სარკინიგზო ტრანსპორტით (ტრამვაი, მეტრო) დაკავშირება. კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ უნდა ჩატარდეს ანალიზი, თუ კონკრეტული პროექტი რა გავლენას მოახდენს ქალაქზე.

„სტრატეგია მოიცავს ისეთ უპრეცედენტო პროექტებს, როგორიცაა დიდი დიღმის კავშირი ქალაქის ცენტრთან სწრაფი და კომფორტული სარკინიგზო ტრანსპორტით. ეს შეიძლება იყოს ტრამვაი, მეტრო. ზოგადა, დიდი დიღმიდან გამოსვლა დიდ პრობლემას წარმოადგენს, ისეა გადატვირთული აღმაშენებლის ხეივანი, პრობლემაა ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის. შესაბამისად, გარკვეულ ღონისძიებებს ვგეგმავთ, მას შემდეგ რაც წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და მოძრაობა ორმხრივად აღდგება, იმისთვის რომ დიდი დიღმის მოსახლეობას ხელი შევუწყოთ გამოსვლა მოახერხონ და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იყოს გაჭედილი საცობში. ამისთვის აუცილებელია აღმაშენებლის ხეივანზე საავტობუსე ზოლები მოეწყოს, ასევე გელოვანზეა ამის აუცილებლობა“,- განაცხადა კალაძემ.