LIVE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

18 იან 202417:03
3 წუთის საკითხავი
clock clock 761
ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან კი გაუფასურდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. კერძოდ, 18 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ლარი დოლართან 0.19 თეთრით გამყარდა და 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.6576 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან 0.30 თეთრით გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8941 ლარი გახდა.