LIVE

უკანონო თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება

06 დეკ 202311:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 372
უკანონო თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, უკანონო თევზჭერაზე სანქციები გამკაცრდა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით, თვითნაკეთი ელექტრონული ხელსაწყოთი, ფეთქებადი ან მომწამლავი ნივთიერებით, წყლის ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის მასობრივი განადგურების სხვა საშუალებით უკანონო თევზჭერა, პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულად დაკვალიფიცირდება.

აღსანიშნავია, რომ 1-ლი დეკემბრიდან ძალაში შესული ცვლილების თანახმად, სამართალდარღვევა ისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 320-დან 400 საათამდე ან/და 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.       

საკანონმდებლო ცვლილებამდე, აღნიშნული უკანონო საშუალებებით თევზჭერა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ ქვირითობის პერიოდში - 1-ლი მაისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ან იმ შემთხვევაში, თუ პირს დიდი ოდენობით თევზი ჰქონდა მოპოვებული.