LIVE

თურნავა: პოლიტიკის შემსუბუქებას ფრთხილად გავაგრძელებთ

05 დეკ 202313:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 187
თურნავა: პოლიტიკის შემსუბუქებას ფრთხილად გავაგრძელებთ

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, ინფლაციის არსებული მაჩვენებელი კარგი შესაძლებლობაა, რომ ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ზომიერი ნაბიჯებით შემსუბუქება გააგრძელოს.

„ბოლო თვეების სტატისტიკა ნათლად ცხადყოფს, რომ პოლიტიკა რომელიც ინფლაციის მოთოკვისკენ იყო მიმართული, სწორი და ეფექტურია. ამ პოლიტიკაში ვგულისხმობ, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკას, ასევე მთავრობის ანტიინფლაციურ პოლიტიკას, მათ შორის საბიუჯეტო კონსოლიდაციას და კონკურენციის წახალისებისკენ მიმართულ ღონისძიებებს. ჩვენ ბოლო რამდენიმე თვეა მართლაც დაბალი ინფლაციის მაჩვენებლები გვაქვს და ეს გვაძლევს კარგ შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ ფრთხილად, ზომიერი ბიჯებით მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება. ყველაფერთან ერთად, ეს ნაბიჯი იძლევა ფინანსური პირობების შემსუბუქების შესაძლებლობას ქვეყანაში და იმ ადამიანებს, ვისაც ლარში აქვს სესხი აღებული და ლარის რესურსი სჭირდება, პირობები გავუუმჯობესოთ და ლარის სესხის პროცენტი შევამციროთ“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა, 25 ოქტომბრის სხდომაზე, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვაკომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 20 დეკემბერს ჩატარდება.