LIVE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

04 დეკ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 321
რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად - TOP 10 პროდუქტი

2023 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, საქართველოში 0.2%-იანი დეფლაცია, ანუ სამომხმარებლო ფასების საერთო დონის კლება დაფიქსირდა. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, საქსტატის მონაცემებით, გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 0.1% იყო. 

ნოემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაძვირდა:

  • ყურძენი - ზრდა 62%;
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 47%;
  • ატამი - 37%; 
  • მეტროპოლიტენით მგზავრობა - 31%;
  • ქლიავი - 29%;
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 28%;
  • თერმომეტრი - 27%;
  • მსხალი - 26%;
  • საბანკო მომსახურების ღირებულება - 26%;
  • მშრალი ბატარეა - 24%.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო ერთ წელში ყველაზე მეტად შემდეგი 10 პროდუქტი გაიაფდა:

  • წიწიბურა - კლება 45%;
  • ანტიბიოტიკები - 37%;
  • მზესუმზირას ზეთი - 34%;
  • კარტოფილი - 34%;
  • თვითმფრინავით მგზავრობა - 31%;
  • ტელევიზორი - 26%;
  • კაცის საშინაო ფეხსაცმელი - 23%;
  • მარგარინი - 21%;
  • კომპიუტერი - 20%;
  • ბავშვის ქურთუკი - 20%.