LIVE

დღეიდან ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვას იწყებს

04 დეკ 202310:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 366
დღეიდან ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვას იწყებს

დღეიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ოქროს სერტიფიკატებისა და ზოდების გაყიდვას იწყებს. შესაბამისი გადაწყვეტილება სებ-ის საბჭომ, საინვესტიციო ბაზრისა და აქტივების დივერსიფიცირების მიზნით მიიღო.

ოქროს სერტიფიკატებიც და ზოდებიც 20 გრამიანი და 1კგ-იანი ნომინალისაა. მათი შეძენა კი კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ინტერნეტ მაღაზიიდანაა შესაძლებელი.

სებ-ის ინფორმაციით, გაიყიდება 100 ცალი 20 გრამიანი ოქროს ზოდი. ყიდვის ფასი 3 438 ლარია, ხოლო გასაყიდი - 3 722 ლარი.

1 კგ-იანი ოქროს ზოდების სარეალიზაციო რაოდენობა 10 ერთეულია, ყიდვის ფასი - 171 936 ლარი, ხოლო გასაყიდი ფასი - 186 116 ლარი.

ეროვნული ბანკის თანახმად, ოქროს სერტიფიკატის ფასი ოქროს საერთაშორისო ფასის ცვლილების შესაბამისად შეიცვლება.

აღსანიშნავია, რომ სებ-ი დიდი ბრიტანეთის სამეფო ზარაფხანის, The Royal Mint-ის მიერ დამზადებულ, მაღალი სინჯის (AU 999,9) ოქროს ზოდებს ყიდის. 

ოქროს ზოდის სერტიფიკატის მფლობელს შეუძლია ამ ინსტრუმენტით შეასრულოს ფასიანი ქაღალდებისთვის დამახასიათებელი ოპერაციები, კერძოდ შეძენა, გასხვისება და დაგირავება საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემის (GSSS) მეშვეობით.

თითოეულ ოქროს ზოდის სერტიფიკატს შეესაბამება მისი ნომინალის შესაბამისი წონის სტანდარტიზებული ოქროს ზოდი, რომელიც ეროვნული ბანკის საცავში ინახება.