საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, სწრაფი კვების მომსახურების სექტორში, მოკვლევის პროცესი დაასრულა და არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი დაადგინა, რის გამოც ორი კომპანია დაჯარიმდა.
კერძოდ, საკითხი ეხებოდა შპს "წერეთლის მექსიკურის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებულ საქმის შესწავლას - შპს, "მექსიკური ჰოტ-დოგი წერეთელზე“ და შპს "მექსიკური წერეთელზე N1“-ს მიმართ.
მოკვლევის შედეგად დადასტურდა მომჩივანი კომპანიის სასაქონლო ნიშნებისა და გარეგნული იერსახის გამოყენების ფაქტები. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მათ შესაბამისი ფინანსური სანქცია დაეკისრათ და კანონდარღვევის აღმოფხვრა დაევალათ. მხარეებს უფლება აქვთ სააგენტოს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ თბილისის საქალაქო სასამართლოში.