LIVE

Nissan დიდ ბრიტანეთში Qashqai-ს და Juke-ის ელექტრო ვერსიების წარმოებას დაიწყებს

25 ნოე 202313:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 580
Nissan დიდ ბრიტანეთში Qashqai-ს და Juke-ის ელექტრო ვერსიების წარმოებას დაიწყებს

Nissan Motor თავისი პოპულარული მოდელების, Qashqai-სა და Juke-ის ელექტრო ვერსიების წარმოებას ჩრდილოეთ ინგლისში, სანდერლენდის საწარმოში დაიწყებს

Sky News-ი საავტომობილო ინდუსტრიის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ Nisaan-ი ამ პროექტში ასობით მილიონი ფუნტის ინვესტიციას ჩადებს. Financial Times-ის მიხედვით, პროექტის ღირებულება 1 მილიარდ ფუნტს აჭარბებს.

Nissan-მა ჯერ კიდევ სექტემბერში დააანონსა, რომ ევროპაში ორი ახალი ელექტრომობილიდან ერთ-ერთის წარმოებას სანდერლენდის ქარხანაში დაიწყებს.