LIVE

ღარიბაშვილმა ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა

20 ნოე 202315:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 263
ღარიბაშვილმა ბრეგაძეს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს, სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამნისტიის პროექტი ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.

მათივე განმარტებით, ამნისტია მილიონამდე მოქალაქეზე გავრცელდება.

„ცვლილებაზე მსჯელობისას ხაზი გაესვა, რომ ამ გადაწყვეტილებით, ერთი მხრივ, მომავალში აღმოიფხვრება უკანონო სახლების მშენებლობის პრაქტიკა, მეორე მხრივ, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ინდივიდუალური სახლები სოფლად ან ქალაქად, რომლებზედაც არ გაცემულა სამშენებლო დოკუმენტაცია, აღარ იქნებიან ვალდებულნი, გაიარონ ლეგალიზაციის რთული და ხარჯიანი პროცედურა“, - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.