LIVE

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

20 ნოე 202313:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 257
ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ31-კმ63 (ანდეზიტი-ღადოლარი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს

19 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი გაავრცელა. მათი ინფორმაციით, 20 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი ქარბუქი, შესაძლებელია თოვლის ზვავები, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.

მათი განცხადებით, მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ამასთან, როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, მთიან და მაღალმთიან რეგიონებში მოსალოდნელი დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.