მეორადი ძვირადღირებული საათების Rolex-ისა და Patek Philippe-ის ფასები გასულ თვეში ორწლიან მინიმუმამდე დაეცა.
Bloomberg Subdial Watch-ის ინდექსი ოქტომბერში 1,8%-ით დაეცა, რაც 2021 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინდექსი, რომელიც მეორად ბაზარზე 50 ყველაზე გაყიდვადი საათების ფასებს აკვირდება, გასული წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით, 42%-ით შემცირდა.
საათების ფასის ვარდნა, ერთი მხრივ, მიწოდების ზრდას, მეორე მხრივ, კი გლობალურად დაჩქარებული ინფლაციის და ამის გამო, გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთის პირობებში, ფუფუნების საგნებზე მოთხოვნის შემცირებას უკავშირდება.
Subdial-ის თანახმად, მეორად ბაზარზე არსებული საათების რაოდენობა აგვისტოს შემდეგ 5%-ით გაიზარდა.
მეორად ბაზარზე ფასების შემცირების მიუხედავად, Rolex-ისა და Patek-ის საათების ყველაზე მოთხოვნადი მოდელების ფასები საცალო ვაჭრობაში კვლავ იზრდება.