LIVE

Setanta Sports და Netflix უკვე ერთად!

13 ნოე 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 1147
Setanta Sports და Netflix უკვე ერთად!

სპორტული მულტიმედია პლატფორმა, Setanta Sports მსოფლიოს ლიდერ სტრიმინგ სერვისთან, Netflix-თან პარტნიორობას იწყებს. 

Setanta Sports-ის ინფორმაციით, ერთ შეთავაზებაში გაერთიანებული სპორტი და გასართობი მედია 13 ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი. პაკეტს, რომლის საშუალებითაც მომხმარებელი ერთი გადახდით მიიღებს წვდომას ორივე სერვისზე, Fan Pack-ი ჰქვია.

აღსანიშნავია, რომ მსურველებს უკრაინაში, საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში Fan Pack-ით სარგებლობა, Setanta Sports-ის საიტის მეშვეობით, უკვე შეუძლიათ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Setanta Sports და Netflix განაგრძობენ თანამშრომლობას და ეს შეთავაზება მალე უკვე ყველა იმ ქვეყანაში იქნება ხელმისაწვდომი, სადაც Setanta Sports მაუწყებლობს.

„მოხარული ვართ, რომ Netflix-თან პარტნიორობით შევქმენით სპორტისა და გართობის ექსკლუზიური ნაზავი. Netflix-ის გლობალური აღიარება, მისი გამორჩეული ფილმები და სერიალები ჩვენს საბაზრო შეთავაზებას კიდევ უფრო გაამრავალფეროვნებს. Fan Pack-ი უნიკალური შეთავაზებაა, რომელიც ჩვენს უმაღლესი ხარისხის სპორტულ და Netflix-ის ყველასთვის ცნობილ კონტენტს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორობა გართობის კიდევ უფრო ახლებურ გაგებას განაპირობებს, სადაც უკლებლივ ყველა მაყურებელი მისთვის სასურველ პროდუქტს ერთ კომპლექტში იპოვის“,- ამბობს Setanta Sports-ის გენერალური დირექტორის მოადგილე, თამარ ბადაშვილი.

„მომხმარებლისთვის Netflix-ზე წვდომის გაიოლებისკენ მუდმივად მივისწრაფვით. იქნება ეს ტელევიზორის, მობილური ტელეფონის, ტაბლეტის ან პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით, შინ თუ მგზავრობისას. სასიამოვნოა, რომ ამ განსაკუთრებული პარტნიორობით, ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში Netflix-ს კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომს ვხდით ისეთი მაყურებლებისთვის, რომლებიც სპორტითა და გართობით არიან დაინტერესებულნი“,- აცხადებს Netflix-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, მაია პორჩინსკა.