LIVE

X, რომელიც მასკმა შარშან $44 მილიარდად იყიდა, ახლა $19 მილიარდი ღირს

31 ოქტ 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 403
X, რომელიც მასკმა შარშან $44 მილიარდად იყიდა, ახლა $19 მილიარდი ღირს

პლატფორმა X (ყოფილი Twitter) ახლა იმაზე ნაკლები ღირს, ვიდრე ილონ მასკმა ერთი წლის წინ გადაიხადა. 

Bloomberg-ის წყაროს თანახმად, კომპანიის ერთი აქციის ფასი ახლა $45-ს, მისი კაპიტალიზაცია კი $19 მილიარდს შეადგენს. მილიარდერმა პლატფორმა გასულ წელს $44 მილიარდად იყიდა. ვალისა და კაპიტალის გათვალისწინებით, იმ დროისთვის კომპანია სწორედ ამ თანხად იყო შეფასებული, თუმცა მასკი მიიჩნევდა, რომ Twitter-ის ღირებულება $20 მილიარდი იყო და მან ზედმეტი თანხა გადაიხადა. 

მას შემდეგ, რაც მასკი Twitter-ის მფლობელი გახდა, კომპანიის თანამშრომლების დიდი ნაწილი დაითხოვა, ნაწილი კი სამსახურიდან საკუთარი ნებით წავიდა, პლატფორმას შეუცვალა სახელი, ასევე შეცვლა წესების ნაწილი და სარეკლამო შემოსავლის ნახევარზე მეტი დაკარგა.  

მასკის მფლობელობაში გაიზარდა კომპანიის ვალი. მისმა გადაწყვეტილებებმა და შინაარსის მოდერაციის შერბილებულმა პოლიტიკამ გაყიდვები 60%-ით შეამცირა.  

კომპანიის შემოსავლების გაზრდის მიზნით, მასკის გეგმა რეკლამიდან ფასიან ხელმოწერებზე გადასვლაა.

პლატფორმა X თავის მომხმარებლებს ორ ახალ პრემიუმ გეგმას სთავაზობს. X-ის გამომწერებს შეუძლიათ აირჩიონ თვეში $3-იანი საბაზისო გეგმა ან Premium+, რომლის ფასი თვეში $16-ია.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საბაზისო გეგმა მომხმარებლებს პოსტების შეცვლის და ხანგრძლივი ვიდეოს ატვირთვისა საშუალებას მისცემს. $16-იანი Premium+ კი გამომწერებს საიტის ყველა ინსტრუმენტსა და ფუნქციას სთავაზობს, მაშ შორის ვერიფიკაციის ნიშანსა და რეკლამებისგან თავისუფალ კედელს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა ხელმისაწვდომია X-ის ვებგვერდის ვერსიის გამოყენების შემთხვევაში.

ჯერჯერობით კომპანიამ ყოველთვიურ პრემიუმ სერვისზე მომხმარებელთა 1%-ზე ნაკლების მიზიდვა შეძლო, რაც ყოველწლიურად $120 მილიონზე ნაკლებს ნიშნავს.

მასკმა ასევე გააჟღერა  X-ის ყველაფრის აპლიკაციად გადაკეთების იდეა. ამ შემთხვევაში, პლატფორმას შეუძლია შემოსავალი მიიღოს ისეთი ფუნქციებიდან, როგორიცაა შოპინგი და გადახდები.