LIVE

WallStreetBets-ის დამფუძნებელი GameStop-ის ამბით Hollywood-ში მიდის

18 მარ 202111:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 471
WallStreetBets-ის დამფუძნებელი GameStop-ის ამბით Hollywood-ში მიდის
WallStreetBets

Reddit-ის გახმაურებული ფორუმის, WallStreetBets-ის დამფუძნებელმა, ჯეიმი როგოზინსკიმ ჰოლივუდურ სააგენტოსთან United Talent Agency-სთან  შეთანხმება გააფორმა. როგოზინსკი მისი შექმნილი ფორუმის დაუჯერებელი ისტორიის მონეტიზაციას გეგმავს.

WallStreetBets-ის საცალო ტრეიდერებმა სახელი განსაკუთრებით იანვარში გაითქვეს, როდესაც Wall Street-ის შორთ-ტრეიდერებს მილიარდობით დოლარი დააკარგვინეს GameStop-ის და სხვა რამდენიმე კომპანიის აქციებზე მოთხოვნის მკვეთრად გაზრდით და ფასის მატებით. ამ მოვლენას საცალო ინვესტორების რევოლუციაც ეწოდა და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშუქდა.

მედიის გარდა, GameStop-ის საგათი ჰოლივუდიც დაინტერესდა. უკვე  მინიმუმ ცხრა პროექტია რიგში, რომელიც განიხილავს როგორ აქციოს ფილმად WallStreetBets-ის ამბავი. Metro-Goldwyn-Mayer ფილმს ბენ მეზრიჩის მომავალ წიგნზე დაყრდნობით იღებს, რომლის ნამუშევარს, თავის დროზე, ასევე დაეყრდნო ფილმი "სოციალური ქსელი". HBO-მ კი ფილმის გადაღება ჯეისონ ბლუმს და ენდრიუ როს სორკინს დაუკვეთა, რომელიც Showtime-ის Billions-ის ერთ-ერთი შემქმნელია.

როგოზინსკიმ რევოლუციურ ფორუმთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების ეკრანიზაციისთვის უკვე აირჩია კინორეჟისორ ბრეტ რატნერის RatPac Entertainment, მაგრამ ეს მისი შოუ-ბიზნესური ამბიციების მხოლოდ დასაწყისია.

UTA-მ როგოზინსკი კონფერენციაზე სპიკერობისთვის დაიბევა, რომელიც შემოდგომაზე გაიმართება და წინასწარი დისკუსიებიც დაიწყო პოდკასტების შექმნასთან დაკავშირებით. 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლუკას შოუ