LIVE

ვიქტორ წილოსანი: უპასუხისმგებლო GWP-ს გამო, ნახევარი თბილისი პარალიზებულია

25 ოქტ 202311:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1230
ვიქტორ წილოსანი: უპასუხისმგებლო GWP-ს გამო, ნახევარი თბილისი პარალიზებულია

თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი, ვიქტორ წილოსანი აცხადებს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) გამო დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი პარალიზებულია.

წილოსანი GWP-ს უპასუხისმგებლოს უწოდებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ კომპანია 5 000 ლარით დაჯარიმდა.

„ერთი უპასუხისმგებლო GWP Georgian water and power-ის გამო, პარალიზებულია მთელი დიდი დიღომი და ნახევარი თბილისი.

ერთია რომ ავტომობილები ვერ გადაადგილდებიან ამ მონაკვეთზე და მეორეა რომ დილის პიკში საზოგადოებრივი ტრანსპორტი: 351, 304, 335, 321,293, 292, 459,518, ყველა შეფერხებით იმოძრავებს.

ამასთან, ამ დრომდე 10 საათი გავიდა სამუშაოების დაწყებიდან და რელიზი ვერ გაავრცელეს, რა ხდება და რა დრო დასჭირდებათ სამუშაოების დასასრულებლად.

ბუნებრივია დავაჯარიმეთ, მაგრამ 5000 ლარი არ ანაღვლებთ“,- წერს წილოსანი.